კათრინის რეგიონი (ინგლ. Katherine Region) — ავსტრალიის ჩრდილოეთი ტერიტორიის ხუთ რეგიონს შორის ერთ-ერთი. ფართობით მეორე რეგიონია შტატში და მოიცავს 336 674 კმ²-ს.
მოსახლეობა 2007 წლის მიხედვით შეადგენს 18 646 ადამიანს. კათრინის რეგიონს ესაზღვრება შტატის ყველა რეგიონი: ცენტრალური ავსტრალია, არნემ-ლენდი, ბარკლის პლატო და დარვინის რეგიონი. ასევე ესაზღვრება კუინზლენდისა და დასავლეთ ავსტრალიის შტატები.
კათრინის რეგიონი მდებარეობს კარპენტარიის ყურის და არაფურის ზღვის ნაპირებზე. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მოქცეულია უდაბნოების ტერიტორიაზე.
ისტორია • დროშა • გეოგრაფია • ტერიტორიული დაყოფა • პარლამენტი • ენერგია • სპორტი • ჩრდილოეთი ტერიტორიის სახანძრო და გადამრჩენი მომსახურება
ცენტრალური ავსტრალია • არნემ-ლენდი • ბარკლის პლატო • დარვინის რეგიონი • კათრინის რეგიონი
დარვინი • ალის-სპრინგსი • პალმერსტონი