ინდის ხეობის უდაბნო — უდაბნოს ტიპის დაუსახლებელი ეკორეგიონი ჩრდილოეთ პაკისტანში.მოიცავს 19 500 კმ² ტერიტორიას. მდებარეობს პენჯაბის პროვინციის ჩრდილოეთში, მდინარეებს — ჩენაბსა და ინდს შორის. უდაბნო საკმაოდ მშრალია, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 600–800 მმ-ს შეადგენს.[1] ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა 45°C-ია.
ცხოველთაგან გავრცელებულია მგელი, აფთარი, კარაკალი, ლეოპარდი, მღრღნელების მრავალი სახეობა, ასევე 190 სახეობის ფრინველი.
ახლოს მდებარე თარის უდაბნოს მსგავსად, ამ უდაბნოს ბუნება და მისი მკვიდრნი, მკაცრი კლიმატური პირობების გამო, თითქმის ხელუხლებელია.