მედანოს-დე-კორო — ეროვნული პარკი ვენესუელაში, ფალკონის შტატში, ქალაქ კოროს სიახლოვეს, პარაგუანის ნახევარკუნძულისაკენ მიმავალ გზატკეცილზე. პარკი შეიქმნა 1974 წელს.
პარკი გადაჭიმულია მედანოს ყელზე და მოიცავს 91.280 კმ²-ს, წარმოადგენს უდაბნოს ტიპის სანაპირო ზოლს, რომელიც მარილიან ჭაობებსაც მოიცავს. მასიური ქვიშის დიუნები, რომლებსაც მედანოს ეძახიან, 5-30 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული, 40 მეტრი სიმაღლისაა და გამუდმებით იცვლება ამინდისა და ქარის შესაბამისად.
აქ წვიმა იშვიათია, შესაბამისად პარკის ფლორას ძირითადად ეკლიანი ბუჩქები შეადგენს. ფაუნაც ფლორის მსგავსად საკმაოდ მწირია, აქ ბინადრობენ ძირითადად ხვლიკები, კურდღლები, ჭიანჭველასებრნი, მტრედები, მელიები. დამთვალიერებლებს შეუძლიათ დიუნებზე იხეტიალონ აქლემებით (რომლებიც აქ მრავალი წლის წინ შემოიყვანეს). პარკი საკმაოდ ადვილად მისაწვდომია ავტობუსით ან ტაქსით ქალაქ კოროდან.
1999 წლის დეკემბერში, ვენესუელაში, ვარგასის შტატში მომხდარმა წყალდიდობამ და კოკისპირულმა წვიმებმა, პარკის დიუნებში წარმოქმნა ოთხი ლაგუნა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში