პირველი საფეხბურთო გუნდი სამტრედიაში ჩამოყალიბდა 1936 წელს. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის „ლოკომოტივი“. შემდგომში კლუბი სხვადასხვა სახელით („სამტრედია“, „სანავარდო“, „იბერია“) მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატში.
ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ჰქონდა 1994-1996 წლებში, გუნდმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაიკავა მეორე ადგილი და იასპარეზა უეფა-ს თასზე.
„სამტრედიას“ აღზრდილია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე.
ახლო და შორეულ წარსულში „სამტრედიას“ ჰქონია ოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრები საზღვარგარეთ. აღსანიშნავია ტრაპიზონში გამარჯვება ადგილობრივ „ტრაბზონსფორთან„. 2009 წელს სამტრედიაში გაიმართა ამხანაგური საერთაშორისო მატჩები კიევის „ობოლონთან“ და დილიჟანის „იმპულსთან“.
მთავარი მწვრთნელის თანაშემწე. ფიზ-მომზადების მწვრთნელი - თეიმურაზ ლორთქიფანიძე
მეკარეების მწვრთნელი - მამუკა აბუსერიძე
პერსონალი
პრეზიდენტი - გია ომანაძე
მმართველი დიერქტორი. მატჩების მენეჯერი - პაატა შალამბერიძე
მედია-ოფიცერი - მარიამ შალამბერიძე
უსაფრთხოების ოფიცერი. გულშემატკივრებთან მეკავშირე ოფიცერი - ვახტანგ ყურულაშვილი
ლიცენზირების მენეჯერი - ნიკოლოზ სანაძე
შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებთან მეკავშირე ოფიცერი - თინათინ გოგია
ვიდეოპერატორი - ლევანი ასატურიანი
ფოტოგრაფი - ქრისტინე ხუჭუა
ფინანსისტი - ნინო ნიკურაძე
ბუღალტერი - ნუნუ ნინუა
ექიმი - ზურაბ ხარხელაური
ფიზიოთერაპევტი - ზურაბ კოხრეიძე
ფიზიოთერაპევტის თანაშემწე - აპალი ოჩიგავა
შემადგენლობა 2017
მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.