აჭარაბეთ არენა — სტადიონი ბათუმში, საქართველოში. ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანი. მისი მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდა.[1] ტევადობა — 20 000 ადამიანი. პირველი მატჩი ამავე წლის 21 ნოემბერს, ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის შედგა. 2021 წლის 7 მაისს დასრულდა ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა.[2] სტადიონი „Bahadir Kul Architects“-მა ააშენა. მშენებლობა 141 მილიონი ლარი დაჯდა. 2021 წლიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სტადიონის სახელი აჭარაბეთ არენა იქნება.[3]
სქოლიო