სოსიაშვილმა სამწვრთნელო კარიერა ქუთაისის საფეხბურთო სკოლა „ავაზაში“ დაიწყო, 2013 წლის ივლისში „სამტრედიის“ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც იმავე წლის დეკემბრამდე იმუშავა. თბილისის„დინამოს“ მეორე გუნდის მწვრთნელად მას შემდეგ დაუძახეს, რაც დუშან უჰრინის გუნდიდა წასვლის შემდეგ მალხაზ ჟვანია გახდა მთავარი გუნდის მწვრთნელი, ხოლო მალხაზის ადგილი უჩამ დაიკავა. „დინამოს“ მეორე გუნდთან ერთად პირველი ლიგის ა ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება შეძლო. 2014 წლის მაისიდან გორის „დილას“ მწვრთნელის პოსტი დაიკავა, მან გია გიგატაძე ჩაანაცვლა.[1][2] მისი მასმედიისა და გულშემატკივრის წინაშე წარდგენა მოხდა 18 ივნისს, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში.[3]