ომარ მიგინეიშვილი (დ. 2 ივნისი, 1984, სამტრედია) — ქართველი ფეხბურთელი, მეკარე. სათამაშო კარიერის ბოლო წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას.[1]
ბიოგრაფია
დაიბადა 1984 წლის 2 ივნისს, სამტრედიაში. კარიერა 2002 წელს მშობლიური ქალაქის გუნდში, „სამტერდიაში“ დაიწყო. სხვადასხვა დროს საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე 8 გუნდის ღირსებას იცავდა, მათ შორის რამდენიმე მათგანში კაპიტნის რანგშიც.
2002 წელს „სამტრედიაში“ დაწყებული კარიერა გააგრძელა ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „ლოკომოტივში“, გორის „დილაში“ „რუსთავსა“ და „საბურთალოში“. არის სამივე ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი — ორ გუნდში, „დინამოსა“ და „სამტრედიაში“ გახდა საქართველოს ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი.
2012–2017 წლებში მიგინეიშვილს სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ნაკრებში, რომლის სამატჩო განაცხადშიც ათჯერ მოხვდა და ორჯერ ითამაშა.
2021 წლის დეკემბერში ომარ მიგინეიშვილი ფეხბურთიდან გააცილეს. თბილისის „დინამოს“ 37 წლის მეკარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, „ლოკომოტივთან“ მატჩის დაწყებამდე თბილისელთა სპორტულმა დირექტორმა ალეკო რეხვიაშვილმა სიმბოლურად „დინამოს“ 13-ნომრიანი მაისური გადასცა, რომლითაც ბოლოს გუნდში გამოდიოდა.[1]
მიღწევები
საკლუბო
- დინამო თბილისი
- უმაღლესი ლიგა
- საქართველოს თასი
- საქართველოს სუპერთასი
- თასის მფლობელი: 2014
- ფინალისტი: 2013, 2020
- სამტრედია
- უმაღლესი ლიგა
- საქართველოს სუპერთასი
- თასის მფლობელი: 2017
- ტორპედო ქუთაისი
- საქართველოს თასი
- საბურთალო
- საქართველოს სუპერთასი
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო