ოსვალდ შპენგლერი
ოსვალდ შპენგლერი |
---|
გერმ. Oswald Arnold Gottfried Spengler |
| დაბ. თარიღი |
29 მაისი, 1880(1880-05-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
---|
დაბ. ადგილი |
ბლანკენბურგი, Duchy of Brunswick, გერმანიის იმპერია[11] |
---|
გარდ. თარიღი |
8 მაისი, 1936(1936-05-08)[11] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (55 წლის) |
---|
გარდ. ადგილი |
მიუნხენი, მესამე რაიხი[11] |
---|
დასაფლავებულია |
ნორდფრიდჰიფი |
---|
მოქალაქეობა |
გერმანია |
---|
საქმიანობა |
ისტორიკოსი, ფილოსოფოსი[9] , სოციოლოგი, მათემატიკოსი და მწერალი[9] |
---|
ალმა-მატერი |
ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი |
---|
სამეცნიერო ხარისხი |
დოქტორის ხარისხი |
---|
მეუღლე |
|
---|
- :::იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, ფრიდრიხ ნიცშე, იოჰან გოტფრიდ ჰერდერი, არტურ შოპენჰაუერი, Johann Jakob Bachofen, იაკობ ბურკჰარდტი, Ernst Haeckel, ჯამბატისტა ვიკო, ანრი ბერგსონი, Leo Frobenius, Karl Lamprecht, Hans Vaihinger, ვილჰელმ დილტეი, ედუარდ მაიერი, ჰერაკლიტე და იოჰან იოახიმ ვინკელმანი
| ხელმოწერა |
|
---|
|
ოსვალდ არნოლდ გოტფრიდ შპენგლერი (გერმ. Oswald Arnold Gottfried Spengler; დ. 29 მაისი, 1880, ბლანკენბურგი — გ. 8 მაისი, 1936, მიუნხენი) — გერმანელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი. ავტორი გახმაურებული ნაშრომისა ევროპის დაისი (Der Untergang des Abendlandes), რომელიც მან 1918—1923 წლებში გამოაქვეყნა.
სწავლობდა მიუნხენის და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1904 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მუშაობდა მასწავლებლად ჰამბურგში.
ოსვალდ შპენგლერი დასავლური ცივილიზაციის ისტორიას ყოფს ორ ნაწილად; ქრისტიანობის ხანა - შუა საუკუნეებიდან მეთვრამეტე საუკუნემდე და თანამედროვეობა - (მოდერნი) - სადაც რელიგია მეცნიერებამ, ინტუსტრიალიზაციამ და დემოკრატიამ ჩაანაცვლა.
პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, 1918 წლის ზაფხულში, გერმანიის წიგნის მაღაზიებში გამოჩნდა ყველასათვის უცნობი ავტორის, ოსვალდ შპენგლერის წიგნი "Der Untergang des Abendlandes" ( „ევროპის დაისი“), რომელიც ძალიან სწრაფად გაიყიდა. მალე იგი მეორედ და მესამედ გამოიცა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ, გერმანიის გარდა, წიგნზე დანარჩენი ევროპაც ალაპარაკდა. ყველასათვის უცნობი მასწავლებელი ერთბაშად იქცა ცნობილ პიროვნებად. იშვიათია წიგნი და ავტორი ასეთი წინააღმდეგობრივი საინტერესო ბიოგრაფიით.
თავის ნაშრომში ,,დასავლეთის დაისი” შპენგლერი აღნიშნავდა, რომ არ არსებობს ისტორიის ლინეალური პროგრესი. შპენგლერი მიუთითებდა ,,მაღალი კულტურების” (ეგვიპტური, ბაბილონური, ინდური, ბერძნულ-რომაული, ჩინური და ა.შ.) ბედს, და ამბობდა, რომ ისინი იბადებიან (მცენარეებივით - განსაზღვრულ მიწაზე), და კვდებიან, როდესაც სრულად ახორციელებენ თავიანთ შესაძლებლობებს. ისტორია ასეთი კულტურების ,,კოლექტიური ბიოგრაფიაა”.
ოსვალდ შპენგლერის ნააზრევის პოპულარიზაციას კონსტანტინე გამსახურდია ეწეოდა XX საუკუნის პირველი ნახევარში ქართულ პრესის ფურცლებზე.
თავის ნამუშევარში შპლენგლერი ამბობს:
|
„სამყარო-როგორც-ისტორია, დანახული, გაგებული, ჩამოყალიბებული თავისი საპირისპიროსაგან - სამყარო-როგორც-ბუნებისაგან, - აი, ახალი ასპექტი ადამიანის ყოფიერებისა ამ პლანეტაზე.“
|
|
|
|
„ვისთვის არსებობს ისტორია? კითხვა პარადოქსული ჩანს. ცხადია, იგი არსებობს ყველასათვის, რადგან ყოველი ადამიანი მთელი თავისი ყოფიერებით ისტორიის წევრია.“
|
|
|
ლიტერატურა
- შპენგლერი, ოსვალდ. „ევროპის დაისი,“ თბ., „მანდარიას სტამბა“, 2005
- „პოლიტიკის ფილოსოფია“, (ედ. კოდუასა და დ. გეგეშიძის რედაქციით), თბ., „კეგელი“, 1995
- კულტუროლოგია, (გურამ ლორთქიფანიძის რედაქციით), თბ., „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2001
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
|