|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნადირაძე.
|
ნიკოლოზ (კოლაუ) გალაქტიონის ძე ნადირაძე (დ. 8 მარტი, 1895, ქუთაისი — გ. 28 ოქტომბერი, 1990, იქვე) — ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი.
ბიოგრაფია
სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოისმინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. პირველი ლექსი „ავზნიანი ქალაქი“ დაბეჭდა 1916 წელს ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი „ბალდახინი“ გამოსცა 1919 წელს. საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ლექსი „წიწამურიდან საგურამომდე“, რომელშიც მთელი ძალით გამოვლინდა კოლაუ ნადირაძის პოეტური ენერგია.
1985 წელს საუკუნეს მიღწეული პოეტი გაკრიტიკებული იქნა პოეტურ კრებულში ლექსის „25 თებერვალი 1921 წელს“ დაბეჭდვის გამო, რომელსაც მკაცრი „პარტიული“ შეფასება მისცეს და მონათლეს „დიდი ოქტომბრის რევოლუციის შეურაცხყოფად“. ავტორია პოემებისა („თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“), მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე. ნათარგმნი აქვს ალექსანდრე პუშკინის, ივანე ბუნინის, კონსტანტინე ბალმონტის, ალექსანდრე ბლოკის, შარლ ბოდლერის, პოლ ვერლენის, ავეტიქ ისააკიანის ნაწარმოებები.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 285, თბ., 1994
- „ქართული მწერლობა“, ნაწილი მეორე – თბილისი, 2008 წელი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო