იოანე-ზოსიმე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.
იოანე-ზოსიმე
გარდაცვალების თარიღი 990
საქმიანობა ბერი, კალიგრაფი და გადამწერი
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ, იოანე ზოსიმე

იოანე-ზოსიმეX საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც სინის მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებიდან ჩანს, მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან — სინის მთაზე[1].

იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი „საგალობელნი იადგარნი“ (Sin-34), რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებათაგან აღსანიშნავია პატრიოტული საგალობლები „ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“[2] და „ქართულისა ენისათჳს“ (გამოაქვეყნა პავლე ინგოროყვამ 1924, ჟურნალი „კავკასიონი“, №1-2)[1].

იოანე-ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება-გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა „განმაცხოველებელი“, „შემმოსელი“, „მომგებელი“ და ტექსტის „მჩხრეკალი“[1].

სახელი

იოანე-ზოსიმე მის მიერ დამუშავებული ძეგლების „ანდერძებში“ ძირითადად მოხსენიებულია ერთი სახელით — იოანე. ასევე ხშირად გვხვდება მისი ორმაგი სახელი იოანე-ზოსიმე ან იოანე ფრიად ცოდვილი ზოსიმე. ორმაგ სახელს პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი ორ სხვადასხვა პიროვნებად მიიჩნევს და სინას მთის ხელნაწერთა კატალოგში მათ ამგვარად აღნიშნავს: „იოანე, ზოსიმე“[3] ან „იოანე და ზოსიმე“[4]. კორნელი კეკელიძე ამ ორი სახელიდან ერთ–ერთს საერისკაცოდ მიიჩნევს, ხოლო მეორეს — საბერმმონაზვნოდ[5]. თავის სახელს იოანე ერთგან კრიპტოგრაფიულადაც აღნიშნავს. მაგალითად, ერთ–ერთ მის მიერ გადაწერილ „დასდებელთა“ წიგნში[6] იგი აღნიშნავს:

ქრისტე, შეიწყალე რხფჭ

რხფჭ პროფესორ აკაკი შანიძის მიერ აღმოჩენილი კრიპტოგრაფიული სისტემით იშიფრება, როგორც ივანე.[7]

ბიოგრაფია

იოანე–ზოსიმეს დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი, რომელიც მას გადაუწერია, 949 წლით თარიღდება. ამის საფუძველზე კორნელი კეკელიძე ვარაუდობს, რომ იოანე X საუკუნის დამდეგს უნდა დაბადებულიყო[8]. იოანე, როგორც ირკვევა, უბრალო ბერი ყოფილა და მღვდლის ხარისხი არ ჰქონია. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ არც ერთ მისსავე ანდერძ–მინაწერში, სადაც მისი თანამშრომლების სახელები და ხარისხებიცაა მითითებული, ის მღვდლად არაა მოხსენიებული. ამიტომ იგი, როგორც ჩანს, თავისუფალი იყო ისეთი საეკლესიო თანამდებობებისაგან, როგორიცაა მოძღვარი, დეკანოზი, მამასახლისი და მთელი თავისი დრო ლიტერატურულ მოღვაწეობას დაუთმო[5]. მიუხედავად მისი პროფესიისათვის შესაფერისი საჭირო ენერგიისა, იოანე–ზოსიმე ფიზიკურად სუსტი ყოფილა. ამაზე მეტყველებს თავისივე ანდერძ–მიანაწერები, რომლებშიც იგი თვალნაკლოვანებას, ხაშმს[9] და მოხუცებულობას უჩივის. მაგალითად, 956 წელს გადაწერილ ძეგლში იოანე წერს[10][11]:

ფრიად ხაშმსა და თუალმორიდებითსა დამიჩხრეკიან წიგნი ესე

978 წლის ოთხთავში შენიშნავს[12][13]:

დიად ხაშმმან და ბრმამან და დიად უღონომან...

ამავეს იმეორებს 979 წლის სახარებასა[14][15] და 982 წლის "კანონში"[16]:

დავჩხრიკე ჴელითა ჩემითა ფრიად ცოდვილისაჲთა წიგნი ესე კანონი დღეთა ოდენ ბოროტად მოხუცებისა ჩემისათა დიად ხაშმან და ბრმამან მრავლითა ჭირითა

იოანე თავდაპირველად პალესტინაში, საბა განწმედილის ლავრაში მოღვაწეობს. 978 წელს იგი უკვე სინას მთაზეა. კორნელი კეკელიძე ფიქრობს, რომ X საუკუნის 60–იან წლებში საბაწმინდის ლავრიდან სინას მთაზე გადასულ ქართველ მოღვაწეთა შორის იოანე–ზოსიმეც იყო[17]. მასთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ გიორგი, გაბრიელი და ბასილი, რომელთა სახელებსაც ვხვდებით როგორც საბას ლავრაში დაწერილ "იადგარში"[18][19], ასევე სინას მთაზე 974–987 წლებში დამუშავებულ ხელნაწერებში[20]. უკანასკნელი ხელნაწერი იოანე–ზოსიმესი 987 წელს ეკუთვნის. სავარაუდოა, რომ იოანეს გარდაცვალების თარიღიც 987 წელთან ახლოს იყოს[8].

შემოქმედება

იოანე–ზოსიმეს ლიტერატურული მოღვაწეობა პირობითად ორ ნაწილად იყოფა — საბა განწმენდილის ლავრაში (პალესტინა) მოღვაწეობა და სინას მთაზე მოღვაწეობის პერიოდი. საბაწმინდის ლავრიდან ცნობილია იოანეს სამი ხელნაწერი: ერთი 949 წლისა, რომელიც დღეს პეტერბურგის საჯარო წიგნსაცავში ინახება და მარი ბროსეს მიერაა აღწერილი[21], მეორე — 954 წლის „საგალობელნი“[22] და მესამე — „იადგარი“, რომელიც 956 წლითაა დათარიღებული[11][23]. ამავე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს „იადგარი საწელიწდოჲ“[24] მისი შედგენილობისა და შინაარსის მიხედვით. 956 წლიდან მოყოლებული (იადგარის დაწერის შემდეგ) 973 წლამდე იოანე–ზოსიმეს ნაშრომები აღარ გვხვდება. 973 წელს, უკვე სინას მთაზე მყოფს, მას შეუმოსია ერთ–ერთი წიგნი, რომელიც მისი მოღვაწეობის მეორე პერიოდის პირველ შრომად ითვლება[25].

იოანე–ზოსიმეს ერთ–ერთ დამსახურებად ითვლება მის ხელნაწერებზე მის მიერვე დართული ე. წ. „ანდერძები“, რომლებშიც აღნიშნულია თარიღი (ქართულათან ერთად ხშირად უცხოურიც) წიგნის გადაწერის ან შემოსვის, ავტორის თანამშრომლები და სინას მთის მოღვაწეები. იოანეს „ანდერძებიდან“ ირკვევა, რომ იგი სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა[26]:

  1. ტექსტის „განმაცხოველებელი“ — წაშლილი ადგილების აღმდგენი.
  2. „შემმოსველი“ — ამკინძავი და გარეკანის გამკეთებელი როგორც ახალი, ისე ძველად გადაწერილი წიგნებისათვის[27].
  3. „შემკვეთელი“ და „მომგებელი“ სხვადასხვა წიგნისა[28].
  4. „დამჩხრეკი“ ან „მჩხრეკელი“ — ტექსტის გადამწერი[29][30].

კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბერძნული ენის კარგად ცოდნისა, იოანე–ზოსიმე მთარგმნელობას არ მისდევდა. ხელნაწერები, რომლებიც მის მიერ „დაჩხრეკილ“ (გადაწერილ), „შემოსილ“ და შეკვეთილ წიგნებს აღნიშნავენ, არსად მიუთითებენ, რომ მას რაიმე ეთარგმნოს[31]. გადასაწერ ტექსტებში იოანე–ზოსიმე უფრო ბიბლიურ და ლიტურგიკულ ტექსტებზე მუშაობს.

ორიგინალური შემოქმედება

ლიტერატურა

  • ბერაძე პ., ქართული იამბიკოს შესახებ, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1943, ტ. 4, № 6;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 ლ. ჯღამაია, ქსე, ტ. 5, თბილისი, 1980, გვ. 189-190
  2. სრული ტექსტი
  3. № 9 ხელნაწერი, ალ. ცაგარელის აღწერილობა.
  4. № 12, 37 და 83 ხელნაწერები, ალ. ცაგარელის აღწერილობა.
  5. 5.0 5.1 კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1980, გვ. 164
  6. № 2 ხელნაწერი, ფურც. 185a, ივ. ჯავახიშვილის აღწერილობა
  7. ქართული კრიპტოგრაფიის ახალი ნიმუშები, "საქართველოს მუზეუმის მოამბე", N 1, გვ. 65
  8. 8.0 8.1 კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1980, გვ. 165
  9. "ხაშმი" საბას განმარტებით "ხორცთა დამარღვეველ სენს" აღნიშნავს. დღეს ამ სიტყვით აღნიშნავენ ციებას, მალარიას. "ანდერზებში" ხაშმი ნახმარია partic. pass.-ის მნიშვნელობით.
  10. № 34 ხელნაწერი ივ. ჯავახიშვილის აღწერილობით
  11. 11.0 11.1 № 19 ხელნაწერი ალ. ცაგარელის აღწერილობით.
  12. № 15 ხელნაწერი ივ. ჯავახიშვილის აღწერილობით
  13. № 8 ხელნაწერი ალ. ცაგარელის აღწერილობით.
  14. № 38 ხელნაწერი ივ. ჯავახიშვილის აღწერილობით
  15. № 12 ხელნაწერი ალ. ცაგარელის აღწერილობით.
  16. А. Цагарели, Сведения, II. გვ. 67–68
  17. კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1980, გვ. 165
  18. ხელნაწერი № 34 ივანე ჯავახიშვილის აღწერილობით.
  19. ხელნაწერი № 19 ალექსანდრე ცაგარელის აღწერილობით.
  20. № 8, 12, 17, 30, 53, 81, 83, 92 ხელნაწერებიუ ალ. ცაგარელის კატალოგით.
  21. M. Brosset, "Études de chronologie technique, Mémorie de l'Académie des sciences" t. XI, N13
  22. № 26 ხელნაწერი ი. ჯავახიშვილის აღწერით.
  23. № 34 ხელნაწერი ი. ჯავახიშვილის აღწერილობით.
  24. № 1 ხელნაწერი ი. ჯავახიშვილის აღწერილობით.
  25. А. Цагарели, Сведения, II. გვ. 70
  26. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, გვ. 165–166
  27. № 9, 53, 55, 69, 70, 71, 73, 83 ხელნაწერები ალ. ცაგარელის აღწერილობით
  28. № 6, 71 ხელნაწერები ალ. ცაგარელის აღწერილობით
  29. № 11, 17, 30, 53, 64, 81, 92 ხელნაწერები ალ. ცაგარელის აღწერილობით.
  30. № 1, 20 ხელნაწერები ივ. ჯავახიშვილის აღწერილობით.
  31. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, გვ. 166

Read other articles:

Status of rights in Brunei This article is part of a series on thePolitics ofBrunei Sultan Hassanal Bolkiah Constitution Legislative Privy Prime Minister Hassanal Bolkiah Cabinet Ministry of Transport and Infocommunications Ministry of Culture, Youth and Sports Ministry of Defence Ministry of Development Ministry of Education Ministry of Finance and Economy Ministry of Foreign Affairs Ministry of Health Ministry of Home Affairs Ministry of Primary Resources and Tourism Ministry of Religious A...

 

History museum in Pennsylvania, USThe State Museum of PennsylvaniaThe State Museum of Pennsylvania at 300 North Street in Harrisburg, PennsylvaniaFormer nameWilliam Penn Memorial MuseumEstablishedMarch 28, 1905 (1905-03-28)Location300 North St, Harrisburg, Pennsylvania, USCoordinates40°15′56″N 76°53′09″W / 40.265672°N 76.885812°W / 40.265672; -76.885812TypeHistory museumCollectionsPennsylvania cultural and natural historyCollection size3 mill...

 

Political movement asserting the sovereignty of the Irish people See also: Irish republicanism This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Irish nationalism – news · newspapers · books · scholar · JSTOR (July 2013) (Learn how and when to remove this template message) The national flag of the Republic of ...

Questa voce o sezione sull'argomento stati scomparsi non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Mandat français en Syrie et au Liban (dettagli) (dettagli) Motto: Liberté, egalité, fraternité Mandat français en Syrie et au Liban - Localizzazione Dati amministrativiNome completoMandato francese in...

 

Hudhud Upupa epops Hupo tunggal di Laem pak bia, ThailandRekaman Status konservasiRisiko rendahIUCN22682655 TaksonomiKerajaanAnimaliaFilumChordataKelasAvesOrdoBucerotiformesFamiliUpupidaeGenusUpupaSpesiesUpupa epops Linnaeus, 1758 Tipe taksonomiUpupa Distribusi lbs Telur hupo tunggal Hudhud eurasia atau hupo tunggal (Upupa epops) adalah spesies burung dalam famili Upupidae. Karakteristik Hupo tunggal berukuran sekitar 27-32,5 cm. Hupo tunggal dewasa memiliki paruh panjang yang melengkung ke b...

 

Kontributor utama artikel ini tampaknya memiliki hubungan dekat dengan subjek. Artikel ini mungkin memerlukan perapian untuk mematuhi kebijakan konten Wikipedia, terutama dalam hal sudut pandang netral. Silakan dibahas lebih lanjut di halaman pembicaraan artikel ini. (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Ini adalah sebuah nama Indonesia yang tidak menggunakan nama keluarga. Zakaria bin Muhammad AminZakaria pada tahun 1986LahirZakariaMaret 1913Bangkinang, Kampar, ...

Piala SuhandinataMusim atau kompetisi terkini: Piala Suhandinata 2022OlahragaBulu tangkisDidirikanTahun 2000Juaraterkini Korea Selatan (gelar ke-3)Juara terbanyak Tiongkok (13 gelar)Situs web resmi[1] Piala Suhandinata adalah kejuaraan bulu tangkis internasional untuk nomor beregu campuran junior yang diadakan setiap tahun.[1] Nama kejuaraan ini berasal dari nama Suharso Suhandinata yang dikenal berperan penting dalam menyatukan dua lembaga bulu tangkis dunia, International ...

 

Pour les articles homonymes, voir Saint Paul. Paul de Tarse Saint chrétien Saint Paul (vue d'artiste), par Antoine van Dyck (1618-1620), Niedersächsisches Landesmuseum, Hanovre. Apôtre des nations, martyr Naissance début du Ier siècleTarse, Cilicie, Empire romain Décès vers 67  à Rome, Italie, Empire romain Autres noms L'Apôtre des gentils Vénéré à Basilique Saint-Paul-hors-les-Murs à Rome Fête 25 janvier (Fête de la conversion de saint Paul)10 février (Fête du na...

 

Short-acting barbiturate Not to be confused with phenobarbital or sodium pentothal. PentobarbitalClinical dataTrade namesNembutalAHFS/Drugs.comMonographMedlinePlusa682416License data US DailyMed: Pentobarbital Pregnancycategory AU: C Routes ofadministrationBy mouth, intravenous, intramuscular, rectalDrug classBarbiturateATC codeN05CA01 (WHO) QN51AA01 (WHO)Legal statusLegal status AU: S8 (Controlled drug) BR: Class B1 (Psychoactive drugs)[1] CA:&...

Township in Pennsylvania, United StatesRobeson TownshipTownshipGeiger Mill in Robenson TownshipRobeson TownshipLocation of Robeson Township in PennsylvaniaShow map of PennsylvaniaRobeson TownshipRobeson Township (the United States)Show map of the United StatesCoordinates: 40°15′30″N 75°51′59″W / 40.25833°N 75.86639°W / 40.25833; -75.86639CountryUnited StatesStatePennsylvaniaCountyBerksArea[1] • Total34.22 sq mi (88.62 km2)...

 

Einfahrtsgebäude des KZ Auschwitz-Birkenau; Ansicht von innerhalb des Geländes (2004) Vernichtungslager (Polen) Auschwitz-Birkenau Stammlager Monowitz Majdanek Treblinka Sobibor Kulmhof Belzec Vernichtungslager auf dem Gebiet des heutigen Polen Vernichtungslager (Belarus) Bronnaja Gora Maly Trostinez Vernichtungslager auf dem Gebiet des heutigen Belarus Vernichtungslager, auch Todeslager oder umgangssprachlich emphatisch Todesfabriken genannt, werden eine Reihe von besonderen Konzentrations...

 

Indian politician Koppula EshwarMinistry of Scheduled Castes Development, Tribal Welfare, BC Welfare, Minority Welfare, Disabled Welfare and Senior Citizens WelfareIn office2019 – 4 December 2023ConstituencyDharmapuri, Jagityala, Telangana Personal detailsBorn20 April 1959GodavarikhaniPolitical partyTelangana Rashtra SamithiResidenceKarimnagarWebsitehttps://koppulaeshwar.officialpress.in/ Koppula Eshwar is an Indian politician serving as the Minister of All Welfare Departments, BC ...

Lambang AcehPj. Gubernur AcehDasar hukumUU Nomor 11 Tahun 2006Kepala daerahGubernurBustami Hamzah, S.E, M.Si. (Pj.)Wakil gubernurLowongWali kota5Wakil wali kota5Bupati18Wakil bupati18Dewan perwakilan rakyat daerahKetuaZulfadhli, A.MdWakil ketuaH. Dalimi, SE.Ak, CADr. Teuku Raja Keumangan, SH, MHDr. Safaruddin S.Sos, M.SPPerangkat daerahSekretariat daerahAzwardi, AP, M.Si (Penjabat) (Sekretaris Daerah)Sekretariat DPRDSuhaimi, S.H., M.H. (Sekretaris DPRD)InspektoratJamaluddin, SE, M.Si, Ak (Ins...

 

Plaza mayor di Valladolid, Spanyol, sebuah prototip plaza Spanyol Plaza di Costilla, Taos County, New Mexico, Amerika Serikat, 1943 Plaza adalah sebuah kata dari bahasa Spanyol yang berhubungan dengan lapangan yang menggambarkan tempat terbuka untuk umum (ruang publik) di perkotaan, seperti misalnya lapangan atau alun-alun. Di seluruh Amerika Latin, plaza mayor dari masing-masing pusat pemerintahan mempunyai tiga lembaga yang saling terkait erat: katedral, cabildo atau pusat administrasi, yan...

 

Flag of Mongolia The history of the Jews in Mongolia starts with the 19th century trade routes between Siberian-Jewish merchants and the Mongolians. This resulted in some Jewish families entering Mongolia. History Before 1920, most Jews that arrived in Mongolia were of Russian background, and had fled the chaos of the Russian Civil War. Some were even elevated to Mongolian nobility. This was the case of Baron Zanzer, who changed his name in honour of Zanabazar, the first Bogd Khan; the name a...

Guillaume Dupuytren BiografiKelahiran3 Oktober 1777 Pierre-Buffière Kematian8 Februari 1835 (57 tahun)Paris Penyebab kematianStroke Tempat pemakamanPemakaman Père-Lachaise, 38 Galat: Kedua parameter tahun harus terisi! 48°51′32″N 2°23′48″E / 48.858885°N 2.396801°E / 48.858885; 2.396801Grave of Dupuytren (en) Galat: Kedua parameter tahun harus terisi! Presiden Akademi Kedokteran Nasional Prancis 1824 – 1825 Presiden Société anatomique de Paris (en...

 

Port in People's Republic of ChinaPort of Huludao 葫芦岛港Click on the map for a fullscreen viewLocationCountryPeople's Republic of ChinaLocationHuludao, Liaoning Province,DetailsOpened1908Owned byPeople's Republic of ChinaType of harbourArtificial Deep-water Seaport The Port of Huludao is an artificial deep-water international seaport on the coast of Huludao, Liaoning, People's Republic of China, on the Liaodong Bay. It is one of several smaller ports being rapidly expanded in Liaoning P...

 

Questa voce sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Voce principale: Unione Sportiva Aosta. Associazione Sportiva AostaStagione 1941-1942Sport calcio Squadra Aosta Allenatore Vincenzo Bianchi Presidente Raffaele Tognoni Serie C12º posto nel girone eliminatorio D StadioCampo Sportivo della G.I.L. 1940-1941 1942-1943 Si invita a se...

Last governor of Alta California Pío PicoPío Pico, c. 189010th Governor of California[1]In office22 February 1845 – 10 August 1846[2]Preceded byManuel MicheltorenaSucceeded byJosé María Flores (Self-appointed Governor of California)John Drake Sloat (As the U.S. Military Governor of California)[a]Governor of Alta CaliforniaIn office27 January 1832 – February 18, 1832[5]DisputedPreceded byManuel VictoriaSucceeded byAgustín V. Zamorano (...

 

American politician (born 1946) Thomas AbinantiMember of the New York State Assemblyfrom the 92nd districtIn officeJanuary 1, 2011 – December 31, 2022Preceded byRichard BrodskySucceeded byMaryJane Shimsky Personal detailsBorn (1946-12-28) December 28, 1946 (age 77)New York City, New York, U.S.Political partyDemocraticSpouseJanet LongoChildren2Residence(s)Pleasantville, New York, U.S.EducationFordham University (BA)New York University (JD) Thomas J. Abinanti (born December 28, ...