ზეისტეჩო — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხევსურეთის თემის შემადგენლობაში.[2] მდებარეობს მდინარე ესაჩოს (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 75 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 ადამიანი. ბოლო მცხოვრები, მიქაელ (მიხა) არაბული 2023 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა.[3]
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1926[4] |
54 |
21 |
33
|
2002[5] |
1 |
1 |
0
|
2014[1] |
1 |
1 |
0
|
ლიტერატურა
სქოლიო