ვაშლობი — სოფელი საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
მდებარეობს გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯუღისის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 43 კილომეტრით.
2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპედიციამ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინა. გამოვლინდა სამნავიანი ბაზილიკა, სამხრეთის და ჩრდილოეთის სათავსოები, ტაძრის მიმდებარედ — ამავე პერიოდის სამაროვნები.[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
მამაკაცი |
ქალი
|
1926[3] |
207 |
111 |
96
|
2002 |
26[4] |
|
|
2014 |
10 |
|
|
ლიტერატურა
სქოლიო