ზანდუკი (ყოფ. ნათიანი) — სოფელი საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
მდებარეობს გუდამაყრის არაგვის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1360 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 61 კილომეტრით.
სოფელში სამი უბანია: ნათიანი, ლაგაზიანი, კოტორიანი. ყოველ მათგანში შემორჩენილია დარბაზული ეკლესიების ნანგრევები. ლაგაზიანში არის მთავარანგელოზის ნიში — მთელი სოფლის საერთო სალოცავი. ნათიანში ძველად მდგარა ციხე, რომელიც არ შემორჩენილა. ზანდუკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე და ქედის ქიმზე არის ადრეფეოდალური ხანის ორი ციხე ზურგიანი კოშკებით — მახვილოკლის ციხე და მახვილოს ციხე. სოფ. ზანდუკიდან არიან წარმოშობით აზნაური ზანდუკელები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 22 ადამიანი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
მამაკაცი |
ქალი
|
1926[2] |
126 |
62 |
64
|
2002 |
63[3] |
|
|
2014 |
22 |
|
|
ლიტერატურა
სქოლიო