ავენისი[2] — ნასოფლარი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა ნაპირზე, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირას. ზღვის დონიდან 840 მეტრზე. დუშეთიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. დგას ერთი სალოცავი და ერთი XVII საუკუნის ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
2[3]
|
2014 |
0
|
ღირსშესანიშნაობები
სოფლის ჩრდილოეთით შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესია და მასთან ერთად სამი საცხოვრებელი ნაგებობა, კამაროვანი მარანი, გალავანი და სამაროვანი. ეკლესია კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს, სხვა ნაგებობები დასავლეთ ნაწილშია განლაგებული. გეგმით სწორკუთხა ტაძარი აგებულია IX-X საუკუნეებში. ის რესტავრირებულია, თუმცა უმოქმედო. კომპლექსის ეზოში და მის გარეთ აღმოჩნდა გვიანდელი შუა საუკუნეების სამაროვანი, აღმოაჩინეს განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის ნატეხები. მასალა დაცულია არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ. 2, თბილისი, 2004 წ. გვ.199-201.
- ბოჭორიძე გ. ჭანიშვილი გ. სახითაც თავისთავადი // ძეგლის მეგობარი N1, 1991, თბილისი, გვ. 35-38
- გვასალია ჯ. არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. V. 1975. თბილისი, გვ. 72
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო