გრიგოლაანთკარი — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ბაზალეთი).
მდებარეობს ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ბაზალეთის ტბის ჩრდილო-დასავლეთით. ზღვის დონიდან 890 მეტრზე, დუშეთიდან 6 კილომეტრში. სოფლის სამხრეთით, სასაფლაოზე, დგას XVII საუკუნის კვირაცხოვლის ეკლესია, რომელიც XVIII საუკუნეში აღუდგენიათ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 128 ადამიანი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
200[2]
|
2014 |
128
|
ლიტერატურა
სქოლიო