ვილი დავიდ ფრედერიკ სანიოლი (ფრანგ. Willy David Frédéric Sagnol; დ. 18 მარტი, 1977, სენ-ეტიენი, საფრანგეთი) — ფრანგი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
სანიოლის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „სენტ-ეტიენში“. 1997-2000 წლებში თამაშობდა ფრანგულ კლუბ „მონაკოში“. კარიერის უმეტესი წლები გაატარა გერმანულ კლუბ „ბაიერნში“ (2000-2009).
მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2000 წლის 15 ნოემბერს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, სადაც საფრანგეთმა თურქეთის ნაკრებს 4-0 სძლია. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2002, ევროპის 2004, მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებში.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სანიოლმა სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი. 2011-2014 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი. 2013 წელს დაინიშნა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად; 2014-2016 წლებში „ბორდოს“ მთავარი მწვრთნელი;[3] 2017 წელს ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი.[4] იმავე წლიდან, კარლო ანჩელოტის კლუბიდან წასვლის შემდეგ სანიოლი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა.[5] 2021 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.[6]
მიღწევები
საკლუბო
მონაკო
ბაიერნი
სანაკრებო
საფრანგეთი
ჯილდოები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო