* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 იანვარი, 2025 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024
დაიბადა რიშონ-ლე-ციონში, ისრაელში, სადაც მისი მამა, ფეხბურთელი კლიმენტი წიტაიშვილი თამაშობდა. წიტაიშვილი არის კიევის „დინამოს“ ახალგაზრდული სპორტული სკოლის აღზრდილი. მისი პირველი მწვრთნელები იყვნენ იური იესკინი და ალექსი დროცენკო.
საკლუბო კარიერა
წიტაიშვილის დებიუტი „დინამოში“ შედგა 2018 წლის 9 მაისს, უკრაინის თასის ფინალში, დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ. წიტაიშვილი მოედანზე შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა. კიევის „დინამო“ ანგარიშით 0–2 დამარცხდა.[1] ამავე სეზონში შედგა მისი დებიუტი ევროტურნირებზე. შეცვლაზე შემოვიდა „დინამოს“ მიერ ანგარიშით 0–1 წაგებულ შეხვედრაში „იაბლონეცის“ წინააღმდეგ, უეფა-ს ევროპა ლიგაზე.
2024 წლის 26 ივლისს, ის იჯარის წესით ესპანურ „გრანადას“ შეუერთდა.[2]
სანაკრებო კარიერა
წიტაიშვილმა 2019 წელს უკრაინის 20-წლამდე ფეხუბრთელთა ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მან ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატის ფინალში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა.