* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 22 დეკემბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 მარტი, 2023
2018–2019 წლებში გორული კლუბის რიგებში სულ 34 მატჩი ითამაშა. 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხუთი მატჩი ითამაშა გრანადის „რეკრეატივოში“, რის შემდეგაც ისევ „დილას“ დაუბრუნდა და 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ბოლომდე გორელთა მაისურით ეროვნული ლიგის ფარგლებში 51 შეხვედრა ჩაატარა.
2022 წლიდან „ყარაბაღში“ განაგრძო საკლუბო კარიერა. მისი დებიუტი აზერბაიჯანული კლუბის რიგებში იმავე წლის 1 თებერვალს, „შამახის“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში, აზერბაიჯანის თასზე შედგა.[2]
2022 წლის 3 მაისს „ყარაბაღი“ საკუთარ მოედანზე „საბაჰს“ დაუპირისპირდა და ქულის აღება შეძლო (1–1), რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლუკა გუგეშაშვილის კლუბს ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიაში მეცხრედ მოეპოვებინა.[3][4]
„ყარაბაღმა“ აზერბაიჯანის პირველობა 2024 წლის სეზონშიც არავის დაუთმო. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მიზანს ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მიაღწია და „კაპაზთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეთერთმეტედ მოიპოვა.[5][6]
2024 წლის ივლისში „ყარაბაღიდან“ საბერძნეთის სუპერლიგის მონაწილე „პანსერაიკოსში“ გადავიდა, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[7]
სანაკრებო კარიერა
2015 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას.[8] რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2023 წლის 23 მარტს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, მონღოლეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. გუგეშაშვილი მოედანზე შეხვედრის მეორე ნახევარში, გიორგი ლორიას ნაცვლად შემოვიდა.[9]