სისემ კარიერა დაიწყო „არლიში“1989 წელს, რვა წლის ასაკში. კლუბში შვიდი წლის თამაშის შემდეგ გადავიდა „ნიმის ოლიმპიკში“, სადაც დაჰყო ექვსი თვე. შემდეგ გადავიდა „ოსერის“ ახალგაზრდულ გუნდში. სისემ ოსერის ახალგაზრდულ გუნდში გაატარა ორი წელი, შემდეგ კი გადაიყვანეს პირველ გუნდში, 1998 წელს. მას ერთხელ ჰქონდა „ლივერპულში“ გადასვლის წარუმატებელი მცდელობა, საბოლოოდ მერსისაიდულ კლუბში გადავიდა 2004 წელს. „ოსერში“ სისემ ექვსი სეზონი გაატარა და 166 მატჩში გაიტანა 90 გოლი. ენფილდზე გატარებული დროის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო 79 შეხვედრაში და გაიტანა 24 გოლი. „ლივერპულიდან“ ის იჯარით გადავიდა „მარსელის ოლიმპიკში“, სადაც კლუბის მაისურით გამართულ 25 შეხვედრაში გამოირჩა 15 გოლით, რის შემდეგაც კლუბს და ფეხბურთელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. სისე პრემიერ ლიგაში დაბრუნდა 2008 წელს „სანდერლენდში“ იჯარით, სადაც 39 შეხვედრაში გაიტანა 11 გოლი. 2009 წლის ივნისში ბერძნულ„პანათინაიკოსთან“ გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი. 2011 წლის ზაფხულში ის გადაბარგდა იტალიისსერია A-ს კლუბ „ლაციოში“. 2012 წლის 29 იანვარს სისემ „კუინზ პარკ რეინჯერსთან“ გააფორმა კონტრაქტი £4 მილიონის სანაცვლოდ. მან თავის სადებიუტო მატჩში გაიტანა გოლი „ასტონ ვილასთან“ ფრედ, 2-2 დასრულებულ მატჩში.
პირადი ცხოვრება
სისე დაიბადა მუსლიმიკოტ-დ’ივუარელების ოჯახში, საფრანგეთში, მაგრამ შემდეგ გაქრისტიანდა. მისი მამა მანგე სისე იყო პროფესიონალი ფეხბურთელი და კაპიტნობდა მისი ქვეყნის ნაკრებს, სანამ მისი მშობლები გადავიდოდნენ საფრანგეთში1974 წელს. ჯიბრილი იყო მეშვიდე და ყველაზე უმცროსი შვილი მის ოჯახში, ნმას, დამაიეს, აბუს, სენის და ჰამედის შემდეგ.[1]„ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ სისემ შეიძინა სახლი სოფელ ფროდჰემში, ჩეშირში და გახდა ფროდჰემის მამულის ბატონი.[2] სახლის ყიდვიდან მცირე ხანში მან გადაწყვიტა ჩეშირის ტყეში ნადირობის აკრძალვა თავის მიწაზე, რასაც მოჰყვა გამოხმაურება პრესაში.[3]2005 წლის 18 ივნისს ჯიბრილი დაქორწინდა ჯუდ ლითლერზე (დ. 1975), კოლეჯის ლექტორზე ანგლესიდან. ქორწილი შედგა ბოდილვაიდენის ციხესიმაგრეში, სადაც გამოჩენილი სტუმრებიდან იყვნენ შონ რაიტ-ფილიფსი, და თანაგუნდელები ეროვნული ნაკრებიდან — ლუის საჰა და სილვიან ვილტორი.[4] სისე ქორწილში შემოსილი იყო ლივერპულის წითელი ფერის სმოკინგით.[4]
ჯიბრილს და მის მეუღლეს ჰყავთ სამი შვილი: კასიუს კლეი (დაიბადა 2006 წლის 6 მარტს), პრინს კობი (დაიბადა 2008 წლის 26 ივლისს) და მარლი ჯექსონი (დაიბადა 2010 წლის 20 თებერვალს).[5] ჯიბრილს ასევე ჰყავს ქალიშვილი ილონა (დ. 2001) წინა ურთიერთობიდან, ასე ჯუდს ჰყავს ვაჟი ლიამი (დ. 1994) ასევე წინა ურთიერთობიდან.[6]
2005 წელს სისემ მიიღო პირობითი სასჯელი 15 წლის ბიჭისთვის დარტყმისთვის ლონდონში.[7]2006 წელს მან მიიღო მეორე პირობითი სასჯელი მას შემდეგ, რაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ფეხმძიმე მეუღლეს.[8]2009 წლის 1 აპრილს ის დააკავა პოლიციამ კლუბის მოცეკვავე ქალზე თავდასხმის გამო ნიუკასლში. მცირე ხნის შემდეგ ის გირაოს გადახდის საფასურად გაათავისუფლეს.[9]
სისემ მონაწილეობა მიიღო ფრანგულ კომედიურ ფილმში ტაქსი 4, სადაც ითამაშა ავტომობილის მაღალი სიჩქარით ტარების სცენაში.[10]
საკლუბო კარიერა
ოსერი
„ნიმის ოლიმპიკში“ კარიერის დაწყების შემდეგ,[11] გადავიდა „ოსერში“ 15 წლის ასაკში.[12] ახალგაზრდულ კლუბში თამაშის შემდეგ, 1999 წელს სისემ მოიგო „გამბარდელას თასი“, რომელიც არის ინგლისის ახალგაზრდული თასის ექვივალენტური. სამხრეთფრანგულ კლუბში გატარებულ პირველ ორ სეზონში მან მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. 2000-01 წლების სეზონში, რომელშიც ის რეგულარულად თამაშობდა კლუბის შემადგენლობაში, გაიტანა 8 გოლი 25 შეხვედრაში. სისემ პირველი ტიტული პროფესიონალურ კარიერაში, რომელიც მოიგო „ოსერთან“ ერთად, იყო საფრანგეთის თასი2003 წლის მაისში.[13] საფრანგეთის თასის მოგების შედეგად „ოსერმა“ მოიპოვა საფრანგეთის სუპერთასზე თამაშის უფლება, სადაც დამარცხდნენ „ლიონის ოლიმპიკთან“2003 წლის 26 ივლისს, ანგარიშით 2-1.[14] სისე იყო ლიგა 1-ს საუკეთესო ბომბარდირი 2001–02 და 2003–04 წლების სეზონებში,[13] იმ ხანებში მან გაიტანა 70 გოლი ჩემპიონატის 128 შეხვედრაში,[15] სანამ „ლივერპულთან“ გააფორმებდა ხელშეკრულებას, რომლის სატრანსფერო ფასიც იყო £14 მილიონი.[16]„ლივერპული“ ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ფეხბურთელის გადაყვანას თავის რიგებში[17] და არ იყო საიდუმლო ის, რომ „ლივერპულის“ მწვრთნელი ჟერარდ ულიე აღფრთოვანებული იყო სისეს საფეხბურთო კლასით.[18]
ლივერპული
„ლივერპულში“ სისემ გაიტანა 5 გოლი პირველ გუნდში 24 მატჩში ყველა გათამაშებაში 2004-05 წლების სეზონში.[13] მას „ლივერპულის“ მაისურით მხოლოდ 19 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, როდესაც მიიღო მძიმე ტრავმა „ბლექბერნ როვერსთან“ მატჩში 2004 წლის 30 ოქტომბერს. როდესაც სისე და „ბლექბერნის“ ფეხბურთელი ჯეი მაკეველი იბრძოდნენ ბურთისთვის, სისეს ბუცი დაიჭირა გაზონმა და ფეხი დაიზიანა. ამის შედეგად, მან მოიტეხა წვივის ძვალი და ექიმმა დერილ მარტინმა განაცხადა: „ექვსი, ან ცხრა თვე დასჭირდება გამოჯანმრთელებას, ყველაზე უარეს შემთხვევაში 18 თვე...“[19] სისემ შემდეგ განაცხადა, რომ რომ არა დროული ყურადღება მწვრთნელებისგან სტადიონზე, ის ალბათ დაკარგავდა ფეხს მუხლს ქვემოთ.[20] გაირკვა, რომ მას მოუწევდა დასვენება 2004-05 წლების სეზონში.[21] l[22]
2005 წლის ზაფხულიდან მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სისე მიდიოდა „ენფილდიდან“.[26] მითქმა-მოთქმები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სეზონის სტარტზე ნაკლებად გამოდიოდა მოედანზე. 2006 წლის 2 ივლისს, სისემ განუცხადა სკაი სპორტს, რომ რაფა ბენიტესი აიძულებდა მას კლუბიდან წასვლას.[27] 2006 წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ შეთანხმდა სისეს ტრანსფერი „მარსელის ოლიმპიკში“.[28] იმავე დღეს სისემ მოიტეხა ფეხი ჟენგ ჟისთან ორთაბრძოლისას, როდესაც საფრანგეთის ნაკრები თამაშობდა ბოლო საკონტროლო მატჩს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჩინეთის ნაკრებთან, 7 ივნისს. მიუხედავად იმისა, რომ ვარაუდობდნენ სისეს გამოჯანმრთელებას მოკლე ხანში,[22] მისი ტრანსფერი გადაიდო იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე.[29] თუმცა, ორი კლუბი შეთანხმდა იჯარაზე 2006 წლის ივლისში.[30]
სისემ ვარჯიში დაიწყო 2006 წლის 20 ოქტომბერს[31] და პირველი გოლი „მარსელის ოლიმპიკის“ შემადგენლობაში გაიტანა 2006 წლის 22 დეკემბერს, როდესაც დაამარცხეს „სენტ-ეტიენი“, ანგარიშით 2-1.[32] აპრილამდე 14 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, რის გამოც ის გახდა კრიტიკის ობიექტი.[33] მიუხედავად არასახარბიელო სტარტისა, სისემ გაიტანა 4 გოლი ჩემპიონატის ბოლო 7 მატჩში, ჩემპიონატის განმავლობაში 21 მატჩში გაიტანა 8 გოლი,[13] დაეხმარა კლუბს მეორე ადგილის დაკავებაში ლიგა 1-ში, რითიც „მარსელმა“ გაინაღდა ადგილი 2007-08 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე.[34] 2007 წლის 12 მაისს მან გაიტანა ორი გოლი საფრანგეთის თასის ფინალში „სოშოსთან“, თუმცა „მარსელმა“ წააგო მატჩი პენალტების სერიაში, ანგარიშით 5-4, ძირითადი დროის ფრედ, 2-2 დასრულების შემდეგ.[35]
2009 წლის 25 ივნისს, სისემ გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი ბერძნულ კლუბ „პანათინაიკოსთან“.[48] ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელის ანაზღაურება შეადგენდა €2.5 მილიონს წელიწადში, „მარსელის ოლიმპიკმა“ კი ტრანსფერის შედეგად მიიღო €8 მილიონი. ტრანსფერის საერთო ფასმა შეადგინა €20 მილიონი, სხვადასხვა ბონუსების გათვალისწინებით.[49] მან პირველი გოლი საბერძნეთში გაიტანა კრეტულ კლუბ „ერგოტელისთან“ და მალე გახდა გუნდის ლიდერი. 2009-10 წლების სეზონში ის სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო და მისმა კლუბმა დუბლი შეასრულა — მოიგო ჩემპიონატიც და თასიც. საბერძნეთში გატარებულ პირველ სეზონში, სისემ 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა.
სისე კარგი თამაშის გამო შეიყვარა „პანათინაიკოსის“ გულშემატკივარმა და ის გახდა მათი საფეხბურთო კერპი. საბერძნეთში ორი ტიტულის მოგების შემდეგ მან განაცხადა, რომ სურდა თამაში ჩემპიონთა ლიგაზე„პანათინაიკოსთან“ ერთად და უნდოდა, კიდევ გაეტარებინა წარმატებული სეზონი საბრეძნეთში. 2010 წლის 30 ოქტომბერს, მან გაიტანა ორი გოლი (ერთი პენალტი) მთავარ მოწინააღმდეგე „ოლიმპიაკოსთან“ შინ, 2-1 მოგებულ მატჩში. „MVP-ს“ დაჯილდოებაზე სისემ განაცხადა, „მე მხოლოდ მოთამაშე არ ვარ პანათინაიკოსისთვის, მე ვარ ასევე მისი ფანი.“ ახალ სეზონში, მან 20 მატჩში 18 გოლი გაიტანა საბერძნეთის ჩემპიონატში და თასზე. ის ასევე იყო „პანათინაიკოსის“ კაპიტანი.
2011 წლის 21 თებერვალს„ოლიმპიაკოსმა“ დაამარცხა 2-1 „პანათინაიკოსი“ და ოლიმპიაკოსის ათობით გულშემატკივარი შეიჭრა მოედანზე. მათ დაარტყეს სისეს, როგორც მის თანაგუნდელებს, სედრიკ კანტეს, სიმაო ჟუნიორს, ჟოსუ სერიეგის და ალექსანდროს ცოვრასს. სისემ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა რასისტულ გამოხდომებს ოლიმპიაკოსის გულშემატკივრების მხრიდან და ის დატოვებდა საბერძნეთის სუპერლიგას 2010-11 წლების სეზონში.[50]
სისემ ასევე განაცხადა, რომ „პანათინაიკოსი“ მოიგებდა დერბის, რომ არა მსაჯის, დიმიტრის კალოპულოსის გადაწყვეტილება, რომელმაც „პანათინაიკოსს“ არ ჩაუთვალა გოლი.
მან განაცხადა, რომ დაკარგა მოთმინება საეჭვო მსაჯობის გამო საბერძნეთში: „მე მივიღე გადაწყვეტილება, საკმარისია. მე ვერ გავაგრძელებ ამ პირობებში თამაშს.“[51]
ერთი თვის შემდეგ, სისემ გაიტანა 50-ე გოლი „პანათინაიკოსის“ მაისურით. მან აღნიშნა თავისი გოლი „პანათინაიკოსის“ ფან-კლუბის მაისურით.
სანამ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვდებოდა, სისე თამაშობდა საფრანგეთის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში.[64] ის თამაშობდა 2001 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სადაც მათ მიაღწიეს მეოთხედფინალამდე, სისემ გაიტანა ექვსი გოლი ხუთ მატჩში.[64] ირანის ახალგაზრდულ ნაკრებთან მან შეასრულა ჰეთ-თრიკი 18 ივნისს, სადაც მისმა ნაკრებმა გაიმარჯვა 5-0 გახსნით მატჩში,[65] ორი გოლი გაიტანა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების კარში 27 ივნისს.[66] 2004 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე სისემ გაიტანა ორი გოლი პორტუგალიის ნაკრების კარში და ანგარიში გახადა 2-1.[67] ის გააძევეს მოედნიდან მარიო სერჟიოსთვის ფეხის ჩარტყმის გამო. საფრანგეთის ნაკრებმა დათმო მატჩი პენალტების სერიაში, მატჩის დამატებით დროში 3-3 დამთავრების შემდეგ.[68] ამის გამო მას ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და მოუხდა ჩემპიონატის დარჩენილი მატჩების გამოტოვება.[69]
ევრო 2004-ზე დისკვალიფიკაციის შემდეგ, სისეს შემდეგი გათამაშება იყო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატიგერმანიაში.[77] თუმცა, საფრანგეთის ბოლო საკონტროლო მატჩში ჩინეთის ნაკრებთან 2006 წლის 7 ივნისს, მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტან ჟენგ ჟისთან ორთაბრძოლისას მიიღო ფეხის მძიმე ტრავმა.[78] „მძიმე მოსასმენი იყო ჯიბრილის ასეთი ყვირილი,“ განაცხადა საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმატიერი ანრიმ. „დავკარგე თანაგუნდელი და მეგობარი, მაგრამ ის ძლიერია, დაბრუნდება.“ სისეს დასჭირდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რის გამოც მოუწია მას ტურნირის გამოტოვება.[79]2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სისემ ნაკრების მაისურით მონაწილეობა მიიღო სამ მატჩში,[15] მაგრამ ვერ მოიპოვა ადგილი ნაკრების განაცხადში ფინალურ ეტაპზე.[80]
↑„Cissé seals switch to Marseille“. BBC Sport. 7 July 2007. ციტირების თარიღი: 15 September 2008. |first=-ს აკლია |last= (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: რიცხვითი სახელები: ავტორების სია (link)