ელტურა — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში (ბელოთის ადმინისტრაციული ერთეული).
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარე ელტურის (პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1160 მ-ზე, ერედვიდან 11 კმ-ის, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კმ-ის დაშორებით. ელტურას არქიტექტურული ძეგლიდან აღსანიშნავია სოფლის სასაფლაოზე მდგარი ქვაჯვარა, რომელიც გვიან შუა საუკუნეებით თარიღდება.
ისტორია
1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონში. 1989 წლის აღწერით იყო 52 მცხოვრები, ძირითადად ოსები. 1991 წლიდან სოფელი საქართველოს ხელისუფლების კონტროლის მიღმაა (ოფიციალურად შედიოდა ჯერ გორის, 2006 წლიდან — ერედვის მუნიციპალიტეტში).
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
სქოლიო