ბერულა [ 3] [ 4] — სოფელი საქართველოში , ერედვის მუნიციპალიტეტში . ერედვის თემის ცენტრი.
ეტიმოლოგია
იყო სოფელ ერედვის ერთ-ერთი უბანი და ხევის უბანი, შუა ერედვი (გამომდინარე იქიდან, რომ ერედვსა და არგვიცს (კიდევ ერთ უბანს) შორის მდებარეობდა) ან ბერუაანთ უბანი ეწოდებოდა (აქ მცხოვრები ბერუაშვილების გამო).[ 5]
გეოგრაფია
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე , მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს,[ 6] ზღვის დონიდან 990 მეტრზე .[ 7] გადაბმულია სოფელ ერედვზე და უწინ მისი ერთ-ერთი უბანი იყო (არგვიცთან და ერედვთან ერთად ქმნიდა ე. წ. „დიდ ერედვს“),[ 8] მოგვიანებით გამოეყო ცალკე სოფლად, თუმცა მოსახლეობა ამ სამივე სოფელს მაინც ერედვად მოიხსენიებს;[ 5] ცხინვალიდან დაშორებულია 6 კილომეტრით , გორიდან — 34 კილომეტრით.[ 7]
ისტორია
1926 წლის აღწერაში ცალკე სოფლად იხსენიება. საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით ბერულა შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის ბერულის სოფსაბჭოში (1926 წლის აღწერაში შესულია ცხინვალის სასოფლო საბჭოში).[ 6] 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში ,[ 6] 2006 წლამდე — გორის რაიონში .[ 7] ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[ 9] 2002 წლის აღწერაში შესულია როგორც ბერულის თემის საკრებულოს ცენტრი.[ 1] 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, იმის გამო, რომ ბერულა ეთნიკურად ქართველებით იყო დასახლებული და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა, აგრესორებმა პირველად 8 აგვისტოს დაბომბეს, შემდეგ დღეებში კი დაწვეს.[ 8] მოსახლეობა დევნილად იქცა; მოკლეს 3 ადამიანი.[ 10] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[ 9] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ოსურად ეწოდება Берула.[ 11]
დემოგრაფია
1926 წლის აღწერის მიხედვით ბერულაში ცხოვრობდა 109 კომლი და 613 სული, რომელთაგან 586 ეთნიკურად ქართველი იყო, ხოლო 27.[ 12] 1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 814 მცხოვრები[ 7] [773 (85%) ქართველი და 41 (15%) ოსი].[ 13] 2002 წელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერის თანახმად ბერულის მოსახლეობას შეადგენდა 209 კომლი[ 14] და 795 სული (395 მამაკაცი და 400 ქალი), რომელთაგან 98% იყო ქართველი.[ 1] აგვისტოს ომის დროს სოფელი მთლიანად დაიცალა მოსახლეობისაგან.
აქ მცხოვრები გვარებიდან აღსანიშნავია ბერუაშვილები , ვახტანგაშვილები , მაისურაძეები . აქაურების მტკიცებით, შუა ერედვში (ანუ ბერულაში) დაიბადა ბერი იოანე (მაისურაძე) .[ 5]
სქოლიო
↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II , გვ. 226
↑ საფოსტო ინდექსის მოძებნა — საქართველოს ფოსტა
↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი , , 1987. — გვ. 24.
↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი , , 2009. — გვ. 34.
↑ 5.0 5.1 5.2 ერედვი . კარიბჭე (4 თებერვალი, 2010). ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2019.
↑ 6.0 6.1 6.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია , ტ. 2 , , 1977. — გვ. 334.
↑ 7.0 7.1 7.2 7.3 ენციკლოპედია „საქართველო“ , ტ. 1, , 1997. — გვ. 409.
↑ 8.0 8.1 ხიდაშელი თ. , დიდი ერედვის (ერედვი-ბერულა-არგვიცი) დაბომბვა // აგვისტოს ნანგრევებში , გვ. 49, 161, თბ., 2009.
↑ 9.0 9.1 რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ . matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2019.
↑ აგვისტოს ნანგრევებში, გვ. 237, 230, 233
↑ Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии, Цхинвали, 2003. — стр. 8
↑ მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 191
↑ Население по итогам переписи 1989 г. (16.02.2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21.03.2012. ციტირების თარიღი: 17.11.2019.
↑ აგვისტოს ნანგრევებში, გვ. 155