ქვემო ზონკარი — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბელოთის თემში.
გეოგრაფია
მდებარეობს მდინარე პატარა ლიახვის ხეობაში, ზონკარის წყალსაცავის ნაპირზე. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ცხინვალიდან 26 კილომეტრი.
ისტორია
1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Дæллаг Зонкъар).
ლიტერატურა
სქოლიო