დავლეკანოვო (ბაშკ. Дәүләкән) — ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ უფიდან 96 კმ-ში სამხრეთ დასავლეთში, მდებარეობს მდინარე დიომაზე. დავლეკანოვოს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში გადის ტრანსციმბირის მაგისტრალი.
ისტორია
ქალაქი დავლეკანოვო დაარსდა XVIII საუკუნის შუა წლებში. მისი სახელი წარმოქმნილია ვოტჩინის მფლობელის დავლეკან სირტლანოვის სახელიდან. ამ სახელით მოიხსენიება პირველად 1735 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში.
დავლეკანოვო წარმოიქმნა ორი ბაშკირული სოფლის დავლეკანოვოსა და იტკულოვს შეერთების შედეგად. სოფელი დავლეკანოვო პირველად იხსენიება 1735 წელს, ხოლო სოფელი იტკულოვი დაარსდა 1797 წელს ბაშკირი იტკულ ბასკუნოვის მიერ.
მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ იგი მთავარ სავაჭრო და ეკონომიკურ ცენტრად აქცია რეგიონში. პირველი მსოფლიო ომის წინ დავლეკანოვოში ცხოვრობდა 15 500 ადამიანი. რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში სოფელი მნიშვნელოვანი ბრძოლების ცენტრი იყო.
მეორე მსოფლიო ომის დროს დავლეკანოვოს რაიონიდან ფრონტზე გაემგზავრა 11 000-ზე მეტი ადამიანი, საიდანაც 5 000 მეტი დაიღუპა. მათგან ოთხს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
მოსახლეობა
2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: რუსები — 47,1 %, ბაშკირები — 26 %, თათრები — 17,9 %, უკრაინელები — 4,4 %, ჩუვაშები — 1,3 %, სხვა — 3,3 %[1].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| ქალაქები | |
---|
| საქალაქო ოლქები | |
---|
| რაიონები | |
---|
|