მელეუზი (ბაშკ. Мәләүез) — ქალაქი ბაშკირეთის რესპუბლიკაში. მელეუზის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
ისტორია
ქალაქი დაარსდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც სავაჭრო სოფელი. მისი დაარსების პირობითი თარიღია 1766 წელი. 1863 წლიდან თემის ცენტრია. 1958 წლის 6 აგვისტოს მუშათა დასახლება მელეუზი გახდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქი. 1960 წელს დაიწყო შაქრის ქარხნის მშენებლობა. 1973 წელს დაიწყეს ქიმიური ქარხნის მშენებლობა. 1977 წლის 24 მარტიდან მელეუზი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქია.
გეოგრაფია
ქალაქი მდებარეობს მდინარე მელეუზისა და ბელაიის შეერთების ადგილთან. უფიდან დაშორებულია 225 კმ-ით. კლიმატი ზომიერად კონტინენტურია, ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით.
მოსახლეობა
2010 სრულიად რუსეთის აღწერის მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია: რუსები — 47,9 %, ბაშკირები — 29,1 %, თათრები — 15,8 %, ჩუვაშები — 3,8 %, უკრაინელები — 1,3 %, სხვა — 2,1 %[1].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| ქალაქები | |
---|
| საქალაქო ოლქები | |
---|
| რაიონები | |
---|
|