ბლაგოვარის რაიონი (ბაშკ. Благовар районы; რუს. Благоварский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი იაზიკოვო.
გეოგრაფია
ბლაგოვარის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის ცენტრალურ ნაწილში. რაიონის ფართობია 1611 კმ². ტყის ფართობია 7 %. კლიმატი ზომიერად კონტინენტური. რაიონის ტერიტორიაზე გაედინება მდინარეები კრამასანი და ჩერმასანი.
ისტორია
ბლაგოვარის რაიონი დაარსდა 1935 წლის 31 იანვარს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა 14 ახალი რაიონის ჩამოყალიბება.
მოსახლეობა
2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: ბაშკირები — 42,8 %, თათრები — 28,3 %, რუსები — 21,8 %, უკრაინელები— 2,8 %, სხვა ეროვნების პირები — 4,3 %[1].
ადმინისტრაციული დაყოფა
ბლაგოვარის რაიონში არის 87 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 15 სასოფლო დასახლებაში[2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| ქალაქები | |
---|
| საქალაქო ოლქები | |
---|
| რაიონები | |
---|
|