უჩალი (რუს. Учалы; ბაშკ. Учалы) — ქალაქი ბაშკირეთში. მდებარეობს რესპუბლიკის აღმოსავლეთში, ურალის სამხრეთ ნაწილში. 2010 წლის აღწერის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენდა 37,788 ადამიანს.
ეტიმოლოგია
ბაშკირულ ენაზე უჩალდი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც შურისძიება. ლეგენდის მიხედვით XIV საუკუნის ბოლოს დღევანდელი ქალაქის მიდამოებში თემურლენგმა დაამარცხა თოხთამიში დამისი მომხრე მომთაბარე ბაშკირები. სხვა თეორიის მიხედვით ქალაქს მის ახლოს მდებარე ტბების დიდი უჩალის და პატარა უჩალის მიხედვით ჰქვია სახელი. სხვა და სხვა თეორიებია ტბების სახლებთან დაკავშირებითაც, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით სახელი ეწოდათ ძველი ბაშკირული სიტყვის იუშა-ს მიხედვით, რომელიც ქვიშის და თიხის ფერის დიაპაზონს აღნიშნავს. მეორე ვერსიის მიხედვით ქალაქის დასახელება მოდის იასპის ბაშკირული სახელიდან, რომლის საბადოებიც ურალის ტერიტორიაზე მრავლადაა. არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ სახელი მოდის თათრული სიტყვა აჩული-დან რაც გაბრაზებულს აღნიშნავს.
ეკონომიკა
ქალაქის უდიდესი წარმოებაა მადნის გადამამუშავებელი ქარხანა - ურალის სამთო მომპოვებელი და მეტალურგიული კომბინატი, რომელიც რუსეთში თუთიის მნიშვნელოვანი მწარმოებელია.
დემოგრაფია
2010 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში 37,788 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ეთნიკური შემადგენლობა შემდეგია:
- ბაშკირები: 50.2%
- რუსები: 26.6%
- თათრები: 20.9%
- სხვა: 2.3%
განათლება
ქალაქში არის: ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, სამთო საქმისა და მეტალურგიის კოლეჯი, ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯი.
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| ქალაქები | |
---|
| საქალაქო ოლქები | |
---|
| რაიონები | |
---|
|