გომა (ფრანგ. Goma) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქი რუანდის სახელმწიფო საზღვართან, ჩრდილოეთი კივუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
გეოგრაფია
მდებარეობს კივუს ტბის ნაპირზე, რუანდის ქალაქ გისენიისთან ახლოს, ზღვის დონიდან 1499 მეტრ სიმაღლეზე[1]. ქალაქიდან დაახლოებით 15 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს მოქმედი ვულკანი ნიირაგონგო. ფუნქციონირებს აეროპორტი. ქალაქის ცენტრი მდებარეობს რუანდის სახელმწიფო საზღვრიდან სულ 1 კმ-ში და ქალაქ გისენიის ცენტრიდან 3,5 კმ-ში.
ისტორია
- 1998 წელი — ზუსტად გომაში დაიწყო ტუტსის ხალხის აგვისტოს აჯანყების მიერ პროვოცირებული კონგოს მეორე ომი.
- 1999 წელი, მაისი — სახელმწიფო ავიაციის ავიადარტყმა ქალაქ გომაზე, როგორც მოძრაობა კონგოს დემოკრატიისთვის (RCD) აჯანყებულთა საყრდენ პუნქტზე[2].
- 2002 წელი — ვულკან ნიირაგონგოს ამოფრქვევა.
- 2008 წელი, ოქტომბერი-ნოემბერი — 2008 წლის გომისათვის ბრძოლა: ბრძოლა ტუტსის ხალხის აჯანყებულებსა (ლორან ნკუნდა) და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო ჯარებს შორის, რომელსაც ეხმარებოდა გაეროს ჯარები.
- 2012 წელი, 20 ნოემბერი — ქალაქი დაიპყრო «23 მარტის მოძრაობის» (М23) აჯანყებულებმა[3].
- 2013 წელი, 4 მარტი — ქალაქ გომის აეროპორტში დაშვებისას ჩამოვარდა თვითმფრინავი Fokker 50. ბორტზე მყოფი 40 ადამიანიდან დაიღუპა 36; 4 დაჭრილი გადაყვანილი იქნა ქალაქ გომის საავადმყოფოში. წინასწარი მონაცემებით, ჩამოვარდნის მიზეზი გახდა ცუდი ამინდი. ავიაკატასტროფის მომენტში გომაში მოდიოდა ძლიერი თავსხმა წვიმა. თვითმფრინავმა 7 კმ-ით ვერ მიაღწია ადგილობრივი აეროდრომის ასაფრენ-დასაჯდომ ზოლამდე და ჩამოვარდა პირდაპირ ქალაქის ცენტრში. კატასტროფის შედეგად მიწაზე მყოფებიდან არავინ არ დაშავებულა.
მოსახლეობა
2010 წლის შეფასებითი მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 377 112 ადამიანს[4]. 1994 წლის რუანდის გენოციდის დროს ქალაქ გომას მოაწყდა დევნილების დიდი ნაკადი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქები |
---|
| |
|