ჩიკაპა (ფრანგ. Tshikapa) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის კასაის პროვინციაში.
ქალაქი მდებარეობს დაახლოებით 65 კმ-ში ანგოლის სახელმწიფო საზღვრიდან ჩრდილოეთით და 190 კმ-ში ქალაქ კანანგიდან დასავლეთით, მდინარე ჩიკაპასა და მდინარე კასაის შეერთების ადგილას, ზღვის დონიდან 485 მეტრ სიმაღლეზე[1].
2012 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 587 548 ადამიანს[2].
ჩიკაპა იყო ალმასების მოპოვების ცენტრი თავისი დაარსების მომენტიდან XX საუკუნის დასაწყისში. ქალაქი დააარსა ამერიკულ-ბელგიურმა კონსორციუმმა Forminere-მ, ამ ადგილის სიახლოვეს 1900-იანი წლებში ალმასების აღმოჩენის შემდეგ[3].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქები |
---|
| |
|