კალემიე (ფრანგ. Kalemie) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტანგანიიკის პროვინციაში, ამავე პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ბელგიის კოლონიური მმართველობის დროს ეწოდებოდა ალბერვილი.
მდებარეობს ტანგანიიკის ტბის დასავლეთ ნაპირზე. ზღვის დონიდან 763 მეტრზე [1]. ქალაქთან ახლოს ტანგანიიკის ტბიდან სათავეს იღებს მდინარე ლუკუგა, მდინარე ლუალაბის შენაკადი.
ქალაქი მნიშვნელოვნად დაზარალდა 2005 წლის 5 დეკემბრის მიწისძვრის შედეგად[2].
სქოლიო
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქები |
---|
| |
|