გერმანელმა მოგზაურმა ჰერმან ფონ ვისმანმა 1884 წელს მდინარელულუას მარცხენა ნაპირზე, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც დღეისათვის კალანგა მდებარეობს, შექმნა ბანაკი[2]. მან ამ ადგილს მალანჯი უწოდა, რადგან მისი 400 დამხმარე და მტვირთავი წარმოშობით ანგოლისმალანჟეს პროვინციიდან იყვნენ. მოგვიანებით მის მახლობლად აშენდა სარკინიგზო სადგური, მაგრამ ის ააშენეს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც გადაინაცვლა ვისმანის ბანაკმა. ბანაკის ადრინდელ ადგილს დღემდე ჰქვია მალანჯი-მაკულუ (ანუ ძველი მალანჯი).
ბრიუსელის მრგვალი მაგიდის დროს, როგორც ეწოდებოდა ბელგიის კონგოსათვის დამოუკიდებლობის მინიჭების თაობაზე მოლაპარაკებას[3], მიღებული იქნა გადაწყვეტილება დედაქალაქის კინშასიდან (მაშინ ლეოპოლდვილი) ქვეყნის ცენტრთან სიახლოვეს — კანანგაში (მაშინ ლულუაბურგი) გადატანის შესახებ. მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ იქნა ძალაში შესული, ალბერ კალონჟის მეთაურობით სამხრეთი კასაის რეგიონში არსებული სეპარატისტული განწყობილებების გამო. 1962 წელს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხელახლა აღადგინა კონტროლი აჯანყებულ რეგიონზე და კანანგა გახდა დასავლეთ კასაის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
1966 წელს დასახელებების შეცვლის ფონზე მობუტუ სესე სეკომ ქვეყნის ბევრ ქალაქს გადაარქვა სახელი, რომლებსაც მანამდე ევროპული სახელები ერქვათ. შესაბამისად, ლეოპოლდვილი გახდა კინშასა, ხოლო ლულუაბურგი — კანანგა.
2006 წლის კონსტიტუციით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა შედგება 25 პროვინციისაგან და დედაქალაქის ოლქისაგან (კინშასა)[4]. დასავლეთი კასაი დაიყო 2 პროვინციად. კანანგა გახდა ლულუის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
გეოგრაფია
ქალაქი მდებარეობს მდინარე კასაის შენაკად — მდინარე ლულუის სიახლოვეს, რკინიგზის ხაზის ილებო — ლუბუმბაშის გვერდით, ზღვის დონიდან 608 მეტრ სიმაღლეზე[5]. კანანგა მთავარი სავაჭრო და პოლიტიკური ცენტრია; ქალაქში არსებობს მუზეუმი და აეროპორტი.