ნიირაგონგო (ფრანგ. Nyiragongo) — მოქმედი ვულკანი ვირუნგის მთების ვულკანთა ჯგუფში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კივუს ტბის ჩრდილოეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 3470 მეტრი. წაკვეთილი კონუსის ფორმისაა, აქვს 1,2 კილომეტრიანი დიამეტრის წრიული კრატერი, რომლის ფსკერზე ცეცხლოვან-თხიერი ლავის ტბაა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე ორი ძველი გვერდითი კრატერია. 1927 წლიდან ნიირაგონგო განუწყვეტლივ აქტიურია.
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა