გაბრიელ თებიძე (დ. 10 ნოემბერი, 1994) — ქართველი ფეხბურთელი, ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე.
კარიერა
საკლუბო
ფეხბურთის თამაში დიწყო 7 წლის ასაკში „ნორჩ დინამოელში“. თამაშობდა ჭაბუკთა ლიგის კლუბებში. რუსთავის „მეტალურგში“ ჩარიცხვის შემდეგ დუბლშემადგენლობაში ჰქონდა სისტემატიური სათამაშო პრაქტიკა.[1] ძირითადი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, 6-ჯერ უმაღლესი ლიგის მატჩებში, 3-ჯერ ევროპის ლიგის. 2012 წელს დატოვა კლუბი და საჩხერის „ჩიხურას“ დუბლებს შეუერთდა. 2013 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, სადაც ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ერთი, ხოლო მეორე გუნდში 7 მატჩი ჩაატარა. ამავე წლის ზაფხულიდან ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელია, ახალ კლუბში უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურიდან ადგილი დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში.
სანაკრებო
მისი დებიუტი 17 წლამდელთა ნაკრებში შედგა 2010 წლის 18 ოქტომბერს, 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში პოლონელი თანატოლების წინააღმდეგ.[2] 19 წლამდელთა ნაკრებში ჩაატარა 8 მატჩი, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც ქართველთა სასარგებლოდ, 1-3 დასრულდა, თებიძემ დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, კარგ თამაშთან ერთად შეძლო მარკ ბეკის დარტყმული პენალტის მოგერიება.[3]
ტიტულები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო