ნორჩი დინამოელი — ქართული საფეხბურთო კლუბი, რომელიც 1927 წელს ქალაქ თბილისში დაარსდა.
ისტორია
1927 წელს ს.კ. თბილისის დინამოს ორგანიზებით შეიქმნა საფეხბურთო სკოლა ნორჩი დინამოელი, რომლის უპირველესი დანიშნულება კლუბისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელა მომზადება იყო.. 1999 წელს ნორჩი დინამოელი გახდა პირველი ლიგის გამარჯვებული და ავომატურად დაწინაურდა უმაღლეს ლიგაში, სადაც კლუბმა იასპარეზა ს.კ. თბილისის სახელით. პირველივე სეზონზე კლუბი დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან. შემდეგ სეზონზე ნორჩი დინამოელი შეურთდა თბილისის მერანს და ასპარეზობდა როგორც ნორჩი დინამო-მერანი-B. 2002 წელს საფეხბურთო კლუბ მერანს შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამო გუნდი დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან და დაიშალა. 2003 წლიდან ნორჩი დინამოელი თამაშობდა მეორე ლიგაში, 2006 წელს გუნდმა მოიგო მეორე ლიგა და დაწინაურდა პირველ ლიგაში. მას შემდეგ კლუბი ასპარეზობს პირველ ლიგაში.
სეზონები
შემადგენლობა 2011/12
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
ჯილდოები
- პირველი ლიგა
- ჩემპიონი 1998-99
- მეორე ადგილი 1995-96
- მეორე ლიგა
- ჩემპიონი 1994-1995 (აღმ. ზონა)
- ჩემპიონი 1996-1997 (აღმ. ზონა) (ნ.დინამო-2)
- ჩემპიონი 1998-1999 (აღმ. ზონა) (ნ.დინამო-2)
- ჩემპიონი 2002-2003 (აღმ. ზონა)
- ჩემპიონი 2005-2006 (აღმ. ზონა)
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| ცენტრი | |
---|
| დასავლეთი | |
---|
| აღმოსავლეთი | |
---|
|