2015–2016 წლების სეზონის ერთი ნაწილი ხონის „იმერეთის“ რიგებში იასპარეზა, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის 15 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა მეტოქის კარებში. იმავე სეზონის დარჩენილი პერიოდი ცხინვალის „ლიახვის“ რიგებში გაატარა, რომლის შემადგენლობაში ეროვნული ლიგა 2-ის 14 მატჩი ითამაშა და ერთხელ შეძლო მოწინააღმდეგის კარის აღება.
2018 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „სამგურალიდან“ ლანჩხუთის „გურიაში“ გადავიდა, თუმცა ტრავმის გამო ლანჩხუთელთა გუნდის შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.
2019 წლის აგვისტოდან კვლავ წყალტუბოს „სამგურალის“ შემადგენლობაშია.[3]
2019 წლის 2 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო წყალტუბოს 26 მაისის სტადიონზე გამართულ ლიგა 3-ის 22-ე ტურის მატჩში ხობის „კოლხეთის“ წინააღმდეგ. გოგიჩაიშვილი შეხვედრის 76-ე წუთზე ამ მატჩში წყალტუბოელთათვის გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლის ავტორის — ბექა კაკუშაძის ნაცვლად ჩაერთო თამაშში.[4]
2019 წლის 15 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ლიგა 3-ის 24-ე ტურის მატჩში ტყიბულის „მეშახტეს“ წინააღმდეგ. გოგიჩაიშვილი შეხვედრის 82-ე წუთზე კვლავ ბექა კაკუშაძის ნაცვლად შემოვიდა მოედანზე. დაპირისპირება „სამგურალის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5–1 დასრულდა. შეხვედრას ამჯერადაც წყალტუბოს 26 მაისის სტადიონმა უმასპინძლა.[5]
↑გიორგი დარასელია საქმეს შეუდგა — ქუთაისის „ტორპედომ“ მზადება დაიწყო· „ტორპედოს“ პრესსამსახურის ცნობით, პირველი ეტაპის შემადგენლობიდან 3 იანვრის წვრთნაში მხოლოდ 9 ფეხბურთელი მონაწილეობდა — მეკარე თორნიკე გეგუჩაძე, მიხეილ მახვილაძე, ზურაბ გელაშვილი, ალეკო ჩაკვეტაძე, ოლეგ მამასახლისი, გოგი გოგიჩაიშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი და ოთარ კვერნაძე. 5 იანვარი, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 13 დეკემბერი, 2019. წყარო:Sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 13 დეკემბერი, 2019.
↑გოგი გოგიჩაიშვილი სამგურალის ფეხბურთელია· გოგი გოგიჩაიშვილი კვლავ „სამგურალის“ ღირსებას დაიცავს. 25 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. გოგიჩაიშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ფლაგმანში 3 წელი თამაშობდა. წყალტუბოს „სამგურალში“ ის 2016 წელს ცხინვალის „ლიახვიდან“ გადმოვიდა და წყალტუბოურ კლუბში 3 სეზონი გაატარა. გასული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლანჩხუთის „გურიაში“ გადავიდა, მაგრამ გურულ კლუბში ტრავმის გამო თამაშის საშუალება არ მისცემია. გოგიჩაიშვილმა ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია წარმატებით გაიარა და სათამაშოდ მზად არის. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 12 დეკემბერი, 2019. წყარო:„სამგურალის“ ოფიციალური Facebook გვერდი. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2019.
↑წყალტუბოს „სამგურალი“ 1–0 ხობის „კოლხეთი“· წყალტუბო, 26 მაისის სტადიონი · 2 სექტემბერი, 2019. ლიგა 3-ის 22-ე ტურის შეხვედრა · გოლი: ბექა კაკუშაძე (48-ე წუთი) · მატჩის არბიტრი: გ. ავაზაშვილი. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 12 დეკემბერი, 2019. წყარო:liga.gff.ge. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2019.
↑წყალტუბოს „სამგურალი“ 5–1 ტყიბულის „მეშახტე“· წყალტუბო, 26 მაისის სტადიონი · 15 სექტემბერი, 2019. ლიგა 3-ის 24-ე ტურის შეხვედრა · ბურთები წყალტუბოელთაგან გაიტანეს: ლაშა კუჭუხიძემ (3'), ბექა ტუღუშმა (5'), ბექა კაკუშაძემ (44'), თენგიზ ბრეგვაძემ (60') და გაგა გაზდელიანმა (78' პენ.). ტყიბულელთაგან ერთი ბურთი გაიტანა ჯუმბერ ხმელიძემ (41' პენ.) · მატჩის არბიტრი: ი. ხერხაძე. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 13 დეკემბერი, 2019. წყარო:liga.gff.ge. წაკითხვის თარიღი: 13 დეკემბერი, 2019.