გურამ ადამაძე (დ. 31 აგვისტო, 1988) — ქართველი ფეხბურთელი, დუშეთის „არაგვის“ ცენტრალური მცველი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც გაგა ადამაძე.[1]
საკლუბო კარიერა
საკლუბო კარიერის განმავლობაში იცავდა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“, ქუთაისის „ტორპედოს“,[2] გორის „დილას“, ქობულეთის „შუქურას“, ბათუმის „დინამოს“, ბოლნისის „სიონის“ და ხობის „კოლხეთის“ ღირსებას.
2024 წლიდან საფეხბურთო კლუბ დუშეთის „არაგვის“ შემადგენლობაშია.
მიღწევები
საკლუბო
- ტორპედო ქუთაისი
- ეროვნული ლიგა
- საქართველოს სუპერთასი
- ვიტ ჯორჯია
- საქართველოს თასი
- საქართველოს სუპერთასი
- თასის მფლობელი: 2009[5]
- ფინალისტი: 2010
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო