ანტონი (გიორგაძე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში — ალექსი გიორგაძე; დ. 17 მარტი, 1866, ქუთაისი — გ. 18 სექტემბერი, 1918, ქუთაისი) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

ალექსი გიორგაძე 1866 წელს დაიბადა ქუთაისში, მედავითნის ოჯახში. 1878 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამის შემდეგ 1882 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1888 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. ალექსის ორივე სასწავლებელში იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე პატრონობდა და სწავლის ქირასაც უხდიდა.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ ალექსი ქუთაისში დაბრუნდა და დაოჯახდა. 1889 წელს ეპისკოპოსმა გაბრიელმა დიაკვნად, ხოლო ერთი წლის შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის სასაფლაოს ეკლესიის მღვდელმსახურად დანიშნა. ამავე წელს ქუთაისის ქალთა სასწავლებულში არსებული ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და საღვთო სჯულის მასწავლებლობაც ჩააბარეს. იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სლავურ საეკლესიო გალობასაც ასწავლიდა. 1892 წლის იანვარში მამა ალექსი გაბრიელ ეპისკოპოსმა საგვერდულით დააჯილდოვა და ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. ამავე წლის ოქტომბერში იგი ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში არსებული ეკლესიის წინამძღვრად და საღვთო სჯულის პედაგოგად განამწესეს.

1893 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში გალობის მასწავლებლად დაინიშნა. გარდა ამისა, მამა ალექსი სასულიერო გამომძიებლადაც მუშაობდა, იყო იმერეთის საეპარქიო საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს განყოფილების თავმჯდომარე. 1896 წელს სკუფიით დააჯილდოვეს, ხოლო 1900 წელს კამილავკა უბოძეს.

გარდა საეკლესიო საქმეებისა, ეპისკოპოსი ანტონი, აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყანაში მიმდინარე ეროვნულ პროცესებში. მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა იმჟამინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. ეპისკოპოსი ანტონი 1899 წლიდან იყო „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი.

1903 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მამა ალექსიმ კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, 1904 წლიდან სწავლა გააგრძელა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში და პარალელურად საიმპერატორო არქეოლოგიის ინსტიტუტშიც ჩააბარა. 1906 წელს, სწავლის პერიოდში, მამა ალექსი ბერად აღიკვეცა და ანტონი უწოდეს. 1907 წელს სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა და საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ეგზარქოს ნიკონის კურთხევით ქალაქ ვიატკაში გააგზავნეს, სადაც სასულიერო სემინარიის ინსპექტორად დანიშნეს. ამ დროს ვიატკაში ბევრი გადასახლებული ქართველი ცხოვრობდა, რომელთაც მამა ანტონი ყველანაირად ეხმარებოდა და ამხნევებდა.

1907 წლიდან მამა ანტონი სმოლენსკის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად გადაიყვანეს და დროდადრო რექტორის მოვალეობასაც ასრულებდა. 1909 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ერთი წლის შემდეგ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მამა ანტონი დავითგარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1910 წელს მამა ანტონს სმოლენსკის ეპისკოპოსმა თეოდოსიმ არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და როგორც კი იქაური საქმეები მოაწესრიგა სამშობლოში დაბრუნდა. მას ქართლ–კახეთის მონასტრების მთავარხუცესობა დაევალა და დროებით რუსული მონასტრების მთავარხუცესობა და ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრობაც შეუთავსეს.

1911 წელს არქიმანდრიტი ანტონი თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და წმინდა სინოდმა გორის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია.

1912 წელს სანქტ–პეტერბურგის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და საქართველოს ეგზარქოსის მესამე ქორეპისკოპოსად დანიშნეს. იმავე წელს საქართველო–იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს და წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1914 წელს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის რესტავრაციის კომიტეტისა და საეკლესიო მუზეუმის წევრად აირჩიეს. 1916 წელს საქართველოს ეგზარქოსის მეორე ქორეპისკოპოსად დაინიშნა და წმინდა ანას I ხარისხის ორდენი ეწყალობა.

ეპისკოპოსი ანტონი აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წელს საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ იგი დეკანოზ კალისტრატე ცინცაძესთან ერთად სანქტ–პეტერბურგში მოლაპარაკებებზე გააგზავნა.

1917 წელს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე მეუფე ანტონი ქუთათელ ეპისკოპოსად გამოარჩიეს და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს.

1917 წლის 17 ოქტომბერს მიტროპოლიტი ანტონი ქუთაისში ჩავიდა. მას დიდძალი სამღვდელოება და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდნენ.

ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი 1918 წლის 18 სექტემბერს უეცრად გარდაიცვალა და დაკრძალულია ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელის 1924 წელს ბოლშევიკებმა დაანგრიეს და მისი საფლავი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ლიტერატურა

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 94-97.

რესურსები ინტერნეტში


Read other articles:

Özkan Yıldırım Özkan Yildirim, pemain sepak bola Jerman (2016)Informasi pribadiNama lengkap Özkan YıldırımTanggal lahir 10 April 1993 (umur 30)Tempat lahir Sulingen, JermanTinggi 1,72 m (5 ft 8 in)Posisi bermain GelandangInformasi klubKlub saat ini SV Werder BremenNomor 32Karier junior TuS Sulingen SV Werder BremenKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2011– SV Werder Bremen II 1 (0)2012– SV Werder Bremen 0 (0) * Penampilan dan gol di klub senior hanya dihitung ...

 

Карьера Артуро Уи, которой могло не бытьDer aufhaltsame Aufstieg des Arturo Ui Жанр пьеса-памфлет Автор Бертольт Брехт Язык оригинала немецкий Дата написания 1941 Дата первой публикации 1957 «Карьера Артуро Уи, которой могло не быть» (нем. Der aufhaltsame Aufstieg des Arturo Ui) — пьеса-памфлет немецкого...

 

本條目存在以下問題,請協助改善本條目或在討論頁針對議題發表看法。 此條目需要补充更多来源。 (2018年3月17日)请协助補充多方面可靠来源以改善这篇条目,无法查证的内容可能會因為异议提出而被移除。致使用者:请搜索一下条目的标题(来源搜索:羅生門 (電影) — 网页、新闻、书籍、学术、图像),以检查网络上是否存在该主题的更多可靠来源(判定指引)。 �...

Pour les articles homonymes, voir Levina. Cet article est une ébauche concernant une chanteuse allemande et le Concours Eurovision de la chanson. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Levina Levina, en février 2017.Informations générales Nom de naissance Isabella Lueen Naissance 1er mai 1991 (32 ans)Bonn, Allemagne Activité principale Chanteuse, compositrice Genre musical Pop modifier Levina,...

 

American professor This biography of a living person relies too much on references to primary sources. Please help by adding secondary or tertiary sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately, especially if potentially libelous or harmful.Find sources: Josephine Donovan – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2017) (Learn how and when to remove this template message) Jo...

 

Bahasa Sunda Banyumas Badéolan PengucapanbadɛjɔlanWilayahKabupaten BanyumasKepunahan1980-an Rumpun bahasaAustronesia Melayu-PolinesiaKalimantan Utara Raya?Sunda-BaduiSunda Banyumas Kode bahasaISO 639-3–GlottologTidak adaQIDQ56197452 Status konservasi Punah EXSingkatan dari Extinct (Punah)Terancam CRSingkatan dari Critically endangered (Terancam Kritis) SESingkatan dari Severely endangered (Terancam berat) DESingkatan dari Devinitely endangered (Terancam) VUSingkatan dari Vulnerable (Rent...

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (يناير 2020)   لمعانٍ أخرى، طالع نتائج منتخب السعودية لكرة القدم (توضيح). هذه قائمة نتائج منتخب السعودية لكرة القدم من 1980 إلى 1999.[1][2] النتائج 1980 السعودية  v &...

 

This is a list of Mormons, or members of the Church of Jesus Christ of Latter-day Saints (LDS Church), who are serving, or have served, in the United States Congress. Since Utah's admittance to the Union in 1896, many members of the LDS Church have been elected to the United States Congress. A majority have been from Utah (the only state with an LDS Church majority), and most of the rest from other states in the American West. As of 2023[update], there are nine LDS Church members ser...

 

Untuk salah satu marga Batak, lihat Silaen. SilaenKecamatanKantor Kecamatan SilaenPeta lokasi Kecamatan SilaenNegara IndonesiaProvinsiSumatera UtaraKabupatenTobaPopulasi • Total12,813 jiwa (2.019) jiwaKode Kemendagri12.12.03 Kode BPS1206060 Luas172,58 km²Desa/kelurahan23 desa Silaen adalah sebuah kecamatan di Kabupaten Toba, Sumatera Utara, Indonesia. Geografi Tanda selamat datang di Kecamatan Silaen Kecamatan Silaen memiliki wilayah seluas 172,58 km2.[1] Luas wilaya...

American alternative rock band Not to be confused with the car Plymouth Reliant K. Relient KRelient K performing in May 2007. From left to right: Jon Schneck, Matt Hoopes, Matt Thiessen, Dave Douglas and John Warne.Background informationOriginCanton, Ohio, U.S.GenresAlternative rock[1] · Christian alternative rock[2] · pop-punk[3]Years active1998–presentLabels Gotee Capitol Mono vs Stereo Jive RCA Members Matt Hoopes Matt Thiessen Dave Douglas Jon Schneck Ethan Luc...

 

تحتاج هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر إضافية لتحسين وثوقيتها. فضلاً ساهم في تطوير هذه المقالة بإضافة استشهادات من مصادر موثوق بها. من الممكن التشكيك بالمعلومات غير المنسوبة إلى مصدر وإزالتها. (نوفمبر 2018) حرب الجزائر جزء من الحرب الباردة  أسبوع الحواجز في الجزائر الع�...

 

  关于1930年成立的萨尔瓦多共产党,请见「萨尔瓦多共产党」。 共產黨 欧洲 挪威红党 挪威共产党 瑞典共产党 (1995年) 瑞典共产党 (2005年) 芬兰共产党 (1994年) 丹麦共产党 爱沙尼亚共产党 (1990年) 拉脱维亚社会党 立陶宛社会主义人民阵线 白俄罗斯共产党 白俄罗斯左翼党“公正世界” 烏克蘭共產黨 摩尔多瓦共和国共产党人党 德涅斯特河沿岸的共产党 俄罗斯联邦共产�...

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada April 2016. Hard To KillAsalJakarta, IndonesiaGenreHardcore, Death MetalTahun aktif2002-sekarangLabeldemajorsAnggotaAgung Sedayu Shandy Yudha Racmat Abdillah Ahmad DJ KD Gitta Adi Dharma Hard To Kill merupakan grup musik metal asal Jakarta yang dibentuk pada tahun 2...

 

Artikel ini bukan mengenai Miss Cambodia. Miss Grand CambodiaLogo Miss GrandTanggal pendirian2014TipeKontes kecantikanKantor pusatPhnom PenhLokasi KambojaJumlah anggota Miss Grand InternationalBahasa resmi KhmerPresidenSophin In[1]Situs webwww.mohahangtv.com Lika Dy – Miss Grand Cambodia 2018 Miss Grand Cambodia (bahasa Khmer: ល់កញ្ញាឯកដ៏អស្ចារ្យនៃកម្ពុជា) adalah kontes kecantikan di Kamboja yang diselenggarakan sejak ...

Subfamily of lizards Lygosominae Unidentified Eutropis species from Wayanad (Kerala, India) Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Class: Reptilia Order: Squamata Family: Scincidae Subfamily: LygosominaeMittleman, 1952 Lygosominae is the largest subfamily of skinks in the family Scincidae. The subfamily can be divided into a number of genus groups. If the rarely used taxonomic rank of infrafamily is employed, the genus groups would be designated as such...

 

2012 Caribbean CupTournament detailsHost countryAntigua and BarbudaDates7–16 December[1]Teams8 (from 1 sub-confederation)Venue(s)2 (in 2 host cities)Final positionsChampions Cuba (1st title)Runners-up Trinidad and TobagoThird place HaitiFourth place MartiniqueTournament statisticsMatches played16Goals scored29 (1.81 per match)Attendance6,350 (397 per match)Top scorer(s)Eight players(2 goals each)← 2010 2014 → International foo...

 

Brigada de Asalto 2506 Información generalJurisdicción Operación de la CIA en CubaSede Base JMTrax, cerca de Retalhuleu, Sierra Madre de Chiapas, GuatemalaOrganizaciónDirección Manuel ArtimeHistoriaFundación Mayo de 1960Disolución 19 de abril de 1961 (de facto)Sucesión MRR ←Brigada de Asalto 2506 [editar datos en Wikidata] La Brigada de Asalto 2506 es el nombre dado a un grupo de combatientes exiliados cubanos anticastristas entrenado y equipado por la CIA[1]​ y form...

Voce principale: Novara Calcio. Novara CalcioStagione 2018-2019Sport calcio Squadra Novara Allenatore William Viali (1ª-27ª), poi Giuseppe Sannino (28ª-38ª), poi William Viali (Play-Off) All. in seconda Massimiliano Guidetti Presidente Massimo De Salvo Serie C9°, eliminato al secondo turno dei playoff promozione Coppa ItaliaOttavi di finale Coppa Italia Serie CSedicesimi di finale StadioStadio Silvio Piola (17.875) Abbonati2.308 Maggior numero di spettatori4.922 vs Pro Vercelli (2 ...

 

Main engagement of the Third Punic War This article is about the siege and subsequent destruction of Carthage by the Romans in the 2nd century BC. For other sieges, see Battle of Carthage. Siege of CarthagePart of the Third Punic WarCatapulta by Edward Poynter. Roman siege engine in action during the siege of Carthage in the Third Punic War.Datec. 149 – spring 146 BCLocationCarthage (near Tunis)Result Roman-Numidian victory Destruction of CarthageBelligerents Roman Republic CarthageCom...