მიტროპოლიტი სტეფანე (ერისკაცობაში — სტეფანე გრიგოლის ძე კალაიჯიშვილი; დ. 9 თებერვალი, 1959, ახალციხე, საქართველო) — ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი. ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე.
1981 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ახალციხის სემინარია. 1994 წელს დიაკვნად აკურთხეს, 1996 წლის 23 ოქტომბერს კი ბერად აღიკვეცა, იმავე წელს მღვდლად აკურთხეს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2002 წლის 27 ოქტომბერს ხელი დაასხეს ცაგერისა და ლეჩხუმის ეპისკოპოსად. 2010 წლის 9 სექტემბერს კი, მიიღო მთავარეპისკოპოსის ხარისხი. 2015 წლის 1 ნოემბრიდან არის მიტროპოლიტი. 2021 წლის 11 თებერვლის სინოდის სხდომის შემდეგ მასვე დაექვემდებარა ჭყონდიდის ეპარქია.[1]
კათედრა ცაგერში, რეზიდენცია ცაგერსა და ლენტეხში.
ანგელოზის დღე — 27 დეკემბერი (9 იანვარი).
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო