ამირ აბას ჰოვეიდა

ამირ აბას ჰოვეიდა
ამირ აბას ჰოვეიდა
სპარს. امیرعباس هویدا
ირანის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 იანვარი 1965 – 7 აგვისტო1977
მონარქი  მოჰამედ რეზა ფეჰლევი
წინამორბედიჰასან ალი მანსური
მემკვიდრეჯამშიდ ამუზეგარი

დაბადებული18 თებერვალი 1919
ირანი, თეირანი
გარდაცვლილი7 აპრილი 1979
თეირანი, ირანი
პოლიტიკური პარტიაირანე ნოვინი (1963-1975)
რასთახიზი (1975-1978)
მამაჰაბიბულა ჰოვეიდა
დედააშრაფ ოლ-მოლუქი
მეუღლეროზიტა მანსური (1950-1951)
ლეილა ემამი (1964-1973)
განათლებაბრიუსელის უნივერსიტეტი (1941)
რელიგიაისლამი, შიიზმი
ჯილდოებისაპატიო ლეგიონის ორდენი
სისნეროსის ორდენი(ესპანეთი)
ხელმოწერა

ამირ აბას ჰოვეიდა  (სპარს. امیرعباس هویدا‎ დ.18 თებერვალი, 1919, თეირანი — გ. 7 აპრილი, 1979, თეირანი) — ირანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობის დროს 1965 წლიდან 1977 წლამდე.[1]

ადრეული წლები

ჰოვეიდა (მარცხნივ) ოჯახთან ერთად. ბეირუთი, 1929

ამირ აბას ჰოვეიდა დაიბადა 1919 წლის 18 თებერვალს თეირანში დიპლომატ ჰაბიბულა ჰოვეიდას (ირანის ელჩი ლიბანსა და საუდის არაბეთში)  და აშრაფ ოლ-მოლუქ სარდარის ოჯახში. 1938 წელს ბეირუთში დაამთავრა ფრანგული სკოლა. სწავლა განაგრძო  ჯერ ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, შემდეგ ბრიუსელსა და ლონდონში.  1941 წელს ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში დაამთავრა პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტი. ამ დროს  ქვეყანა ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ.

ირანში დაბრუნებისთანავე ჩაირიცხა ოფიცერთა აკადემიაში, სადაც 8 თვე სწავლობდა.

ჰოვეიდა და იორდანიის მეფე ჰუსეინი

დიპლომატიური საქმიანობა დაიწყო 1942 წელს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მუშაობდა პარიზში (1945 წლიდან 1947 წლამდე), ბონში (1947 წლიდან 1950 წლამდე), ანკარაში (1957 წ.). 1950 წელს დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის თანაშემწედ, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა ენთეზამის მდივნად და რამდენიმე თვის შემდეგ ირანის წარმომადგენლად გაეროს ლტოლვილთა დახმარების კომიტეტში ჟენევასა და ნიუ-იორკში (19511956 წლებში).[2]

1958 წელს აირჩიეს ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) დირექტორთა საბჭოს წევრად, შემდეგ — NIOC-ის მმართველ დირექტორად. მან შემოიტანა მენეჯმენტის დასავლური მეთოდები, ითვლებოდა ინოვაციურ მენეჯერად, ჩამოაყალიბა მუშებთან უკუკავშირის — წაახალისა საჩივრები, რეგულარულად მიირთმევდა საერთო სასადილოში, სადაც პირადად ესაუბრებოდა კოლექტივს.

იგი ემხრობოდა ადგილობრივი მაღალკვალიფიციური მუშათა კლასის ჩამოყალიბებას ირანში — უამრავი უცხოელი სპეციალისტის სანაცვლოდ. ჰოვეიდა და ჰასან ალი მანსური გარშემორტყმული იყვნენ პროგრესული მოაზროვნე ახალგაზრდა ტექნოკრატებით დასავლური განათლებით, რომლებთანაც ჰოვეიდა და მანსური განიხილავდნენ ეკონომიკური რეფორმების გზებს. შემდგომში ეს ელემენტები შეადგენდნენ  1963 წელს ჩამოყალიბებული ირანე ნოვინის პარტიის მხარდამჭერთა ბაზას.

1964 წლის 7 მარტიდან 1965 წლის 1 თებერვლამდე — ფინანსთა მინისტრი ჰასან ალი მანსურის მთავრობაში.[3]

პრემიერ-მინისტრის პოსტზე

ჰოვეიდა გერმანელების მიერ ოკუპირებულ ბრიუსელში. 1941 წ.
ჰოვეიდა და მოჰამედ რეზა ფეჰლევი. 1978 წ.

1965 წლის 21 იანვარს ირანის  პრემიერ მინისტრი ჰასან ალი მანსური მოკლა ისლამის ფედაინების ორგანიზაციის ბოევიკმა. ირანის შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევმა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობა ჰოვეიდას შესთავაზა.  პრემიერობის გარდა, ჰოვეიდა გახლდათ   ირანის მმართველი  პარტია ირანე ნოვინის დე ფაქტო ლიდერი (და ბოლო წლებში ოფიციალურად გენერალური მდივანი 1975 წლამდე), 1975-1976 წლებში იყო ახალი მმართველი პარტია რასთახიზის გენერალური მდივანი. ჰოვეიდა სარგებლობდა პრაგმატული პოლიტიკოსის რეპუტაციით. 1971 წლის ოქტომბერში მისი ორგანიზებით პერსეპოლისში გაიმართა სპარსეთის იმპერიის დაარსების 2500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.

სიკვდილით დასჯა

ჰოვეიდას ცხედარი, სიკვდილით დასჯის შემდეგ

1979 წლის თებერვალში ისლამური რევოლუციის შედეგად  შაჰის რეჟიმი დაემხო. მოჰამედ რეზა ფეჰლევის ქვეყნიდან წასვლისა და სავაქის მცველების გაქცევის შემდეგ შეწყალების იმედით  ჰოვეიდა ახალ ხელისუფლებას ჩაბარდა. 1979 წლის 7 აპრილს ბრალი წაუყენეს 17 დანაშაულში. მათ შორის იყო: „დედამიწაზე კორუფციის გავრცელება“, „ომი ღვთის წინააღმდეგ“, „ამბოხის აქტები“, „შეთქმულება ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მეჯლისის არჩევნებში ჩარევით.  მინისტრების თანამდებობიდან დანიშვნა და გათავისუფლება უცხოური საელჩოების მითითებით“, „ნავთობის, სპილენძის და ურანის უცხოელებისთვის გადაცემა“, „პირდაპირი მონაწილეობა ჯაშუშობაში დასავლეთისა და სიონიზმის სასარგებლოდ“. და ა.შ. სადექ ხალხალის ისლამური რევოლუციური სასამართლოს მიერ მიუსაჯეს სიკვდილი. დახვრიტეს იმავე დღეს. გაკვეთის დასკვნის მიხედვით, ის ასევე სავარაუდოდ სცემეს სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე. ამირ აბას ჰოვეიდა  სამი თვის შემდეგ  ნათესავებმა დაკრძალეს ბეჰეშტე-ზაჰრას სასაფლაოზე უსახელო საფლავში.[4]

პირადი ცხოვრება

ჰოვიდა და მისი მეუღლე ლაილა ემამი

1966 წლის 19 ივლისს ჰოვეიდა დაქორწინდა ლაილა ემამიზე (19322018). გაიმართა მოკრძალებული საქორწინო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ შაჰი, დედოფალი ფარაჰ ფეჰლევი, ლაილას მშობლები, ჰოვეიდას დედა, მისი მეგობარი მანუჩეჰრ შაჰღოლი და მისი მეუღლე.  ქორწინება დასრულდა ხუთი წლის შემდეგ, 1971 წელს, თუმცა ისინი  მეგობრებად დარჩნენ და ხშირად ერთად მოგზაურობდნენ.

ამირ აბას ჰოვეიდა საუბრობდა სპარსულ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ, გერმანულ და არაბულ ენებზე. დაწერა რამდენიმე წიგნი ფრანგულად და ინგლისურად, რომელთა უმეტესობა ითარგმნა სპარსულ ენაზე.

იყო მასონი (1960 წლიდან). ჭორების თანახმად, გახლდათ  ბაჰაიზმის მიმდევარი (თავად ჰოვეიდამ უარყო ეს).[5][6]

ხსოვნა

2000 წელს აბას მილანმა გამოაქვეყნა ჰოვეიდას ბიოგრაფია სათაურით "სპარსელი სფინქსი" ინგლისურად, 2001 და 2002 წლებშიგამოვიდა სპარსულ ენაზე. [7]

ჰოვეიდას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საპატიო ლეგიონის მეთაურის წოდება

სქოლიო

  1. "History of Iran: Amir Abbas Hoveida". Iran Chamber Society.
  2. Chehabi, H.E. (2008), "Anatomy of Prejudice", in Brookshaw, Dominic P.; Fazel, Seena B. (eds.), The Baháʼís of Iran: Socio-historical studies, New York: Routledge, pp. 186–191, ISBN 978-0-203-00280-3
  3. C. Kadivar, Farewell Shiraz: An Iranian Memoirs of Revolution and Exile, 362.
  4. Naraghi, Ehsan (1994). From Palace to Prison; Inside the Iranian Revolution. London: I.B. Taurus & Co Ltd. p. 43. ISBN 1-85043-704-1.
  5. Was Hoveida Baháʼí?. Archived from the original on 7 July 2011. Retrieved 8 December 2009.
  6. ENDURING GUILT: French Journalist who interviewed Hoveyda
  7. Millani, Abbas (2006), The Persian Spinx (in Persian) ISBN 1933823038

Read other articles:

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: The Planet film – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2019) (Learn how and when to remove this template message) 2006 Swedish filmThe PlanetThere is only one planet and it has its limitsDirected byJohan Söderberg, Michael Stenberg, Linus To...

 

Disambiguazione – Se stai cercando altri significati, vedi Campania (disambigua). Campaniaregione a statuto ordinario(IT) Regione Campania (dettagli) (dettagli) Campania – VedutaLa Campania dal satellite LocalizzazioneStato Italia AmministrazioneCapoluogoNapoli PresidenteVincenzo De Luca (PD) dal 18-6-2015 (2º mandato dal 26-10-2020) Data di istituzione1948[1] TerritorioCoordinatedel capoluogo40°49′34″N 14°15′23″E / 40.826111°N...

 

Katedral ÁvilaKatedral JuruselamatSpanyol: Catedral del Salvador de Ávilacode: es is deprecated Katedral ÁvilaLokasiÁvilaNegara SpanyolDenominasiGereja Katolik RomaArsitekturStatusKatedralStatus fungsionalAktifAdministrasiKeuskupan AgungKeuskupan Ávila Detail gerbang Utara Katedral Ávila Katedral Ávila yang bernama resmi Katedral Juruselamat (Spanyol: Catedral de Cristo Salvadorcode: es is deprecated ) adalah sebuah gereja katedral Katolik yang terletak di Ávila di selatan Kastil...

Keuskupan ChitréDioecesis CitrensisKatolik Katedral Santo Yohanes PembaptisLokasiNegara PanamaProvinsi gerejawiProvinsi PanamáStatistikLuas6.225 km2 (2.403 sq mi)Populasi- Total- Katolik(per 2006)189.000182,000 (96.3%)Paroki22InformasiDenominasiKatolik RomaRitusRitus RomaPendirian21 Juli 1962 (61 tahun lalu)KatedralKatedral Santo Yohanes PembaptisKepemimpinan kiniPausFransiskusUskupRafael Valdivieso MirandaPeta Keuskupan Chitré (didirikan pada 21 Jul...

 

SMA Negeri 15 SemarangInformasiDidirikan1991JenisSekolah NegeriKepala SekolahSoleh Amin, S.Pd. M.Pd NIP. 19680215 199802 1 002AlamatLokasiJl. Kedungmundu Raya No. 34 Kec. Tembalang, Semarang, Jawa Tengah,  IndonesiaTel./Faks.(024)-6719871Situs [email protected] SMA Negeri 15 Semarang, merupakan salah satu Sekolah Menengah Atas Negeri yang ada di Semarang, yang beralamat di Jl. Kedungmundu Raya No. 34 Kec. Tembalang - Semarang. Sama de...

 

Ishak Djuarsa Informasi pribadiLahir4 Juni 1925 (umur 98)Bogor, Jawa BaratKarier militerPihak Kekaisaran Jepang (1943—1945) Indonesia (1945—1975)Dinas/cabang PETA(1943–1945) TNI Angkatan Darat(1945–1975)Masa dinas1943 – 1975Pangkat Mayor Jenderal TNINRP11694SatuanInfanteriSunting kotak info • L • B Mayor Jenderal TNI (Purn.) Mohammad Ishak Djuarsa (lahir 4 Juni 1925)[1] merupakan seorang perwira tinggi militer angkatan darat dar...

Dirk Kempthorne Menteri Dalam Negeri Amerika Serikat ke-49Masa jabatan7 Juni 2006 – 20 Januari 2009PresidenGeorge W. Bush PendahuluGale NortonPenggantiKen SalazarKetua National Governors AssociationMasa jabatan19 Agustus 2003 – 20 Juli 2004 PendahuluPaul PattonPenggantiMark WarnerGubernur Idaho ke-30Masa jabatan8 Januari 1999 – 26 Mei 2006WakilButch OtterJack RiggsJim Risch PendahuluPhil BattPenggantiJim RischSenator Amerika Serikat dari IdahoMasa jabatan3 Jan...

 

American politician and attorney (1933–2020) Paul SarbanesUnited States Senatorfrom MarylandIn officeJanuary 3, 1977 – January 3, 2007Preceded byJohn Glenn Beall Jr.Succeeded byBen CardinChair of the Senate Banking CommitteeIn officeJanuary 3, 2001 – January 20, 2001Preceded byPhil GrammSucceeded byPhil GrammIn officeJune 6, 2001 – January 3, 2003Preceded byPhil GrammSucceeded byRichard ShelbyMember of theU.S. House of Representativesfrom MarylandIn officeJa...

 

Élève-officier est un grade militaire conféré à une personne admise à suivre une formation d'officier dans les forces armées. Par extension, un élève-officier est une personne détenant ce grade. Il correspond également à un statut d'étudiant dans la marine marchande. France Il s'agit du grade porté par les futurs officiers durant la première année d'école de formation initiale. Il existe dans les quatre armées (armée de terre, armée de l'air, marine nationale et gendarmeri...

Mémorial du charnier de Signes, dans le Vallon des fusillés. Enclos du mémorial du Vallon des fusillés. Les 37 pierres tombales du mémorial. Les massacres de Signes sont des épisodes de la Résistance en France pendant la Seconde Guerre mondiale, au cours desquels trente-sept résistants français et un officier américain sont fusillés par l'armée allemande, les 18 juillet et 12 août 1944 à Signes, dans le Var. Le charnier de Signes est découvert en septembre 1944 dans un vallon e...

 

Pertempuran ParisBagian dari Perang Koalisi KeenamPertahanan Clichy pada Pertempuran ParisTanggal30–31 Maret 1814LokasiParis, Prancis Pertempuran Paris terjadi pada 30-31 Maret 1814 antara Koalisi Keenam, yang terdiri dari Rusia, Austria dan Prusia, melawan Kekaisaran Prancis. Setelah sehari menyerang wilayah Paris, Prancis menyerah pada 31 Maret, mengakhiri Perang Koalisi Keenam dan memaksa Kaisar Napoleon untuk turun takhta dan pergi ke pengasingan. Referensi Sumber Compton's Home Library...

 

追晉陸軍二級上將趙家驤將軍个人资料出生1910年 大清河南省衛輝府汲縣逝世1958年8月23日(1958歲—08—23)(47—48歲) † 中華民國福建省金門縣国籍 中華民國政党 中國國民黨获奖 青天白日勳章(追贈)军事背景效忠 中華民國服役 國民革命軍 中華民國陸軍服役时间1924年-1958年军衔 二級上將 (追晉)部队四十七師指挥東北剿匪總司令部參謀長陸軍�...

Aerial warfare branch of Portugal's armed forces Portuguese Air ForceForça Aérea PortuguesaCoat of arms of the Portuguese Air ForceFounded1 July 1952; 71 years ago (1952-07-01)Country PortugalTypeAir forceRoleAerial warfareIntelligence, Surveillance and ReconnaissanceAir policingSearch and rescueSize6,000 personnel105 aircraft12 UAVs7 glidersPart ofPortuguese Armed ForcesHeadquartersAlfragidePatronOur Lady of LoretoMotto(s)Latin: Ex Mero Motu(English: Of his own ...

 

This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article's lead section may be too short to adequately summarize the key points. Please consider expanding the lead to provide an accessible overview of all important aspects of the article. (June 2012) This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this ...

 

Bubuk konsentrat yellowcake dalam wadah produksi perusahaan tambang uranium. Selanjutnya dengan proses tertentu dibentuk menjadi pelet bahan bakar nuklir. Yellow cake uranium dalam bentuk padatan. Lima bahan radioaktif, tiga diantaranya yellowcake dari berbagai tambang di Australia. Cascade sentrifugal gas pengaya yang menghasilkan uranium yang diperkaya. Oksida uranium digabungkan dengan fluor untuk membentuk gas uranium heksafluorida (UF 6). Selanjutnya, gas mengalami pemisahan isotop melal...

Rodent-borne viral infectious disease Medical conditionLymphocytic choriomeningitisOther namesBenign lymphocytic meningitis, lymphocytic meningoencephalitis, serous lymphocytic meningitis, la maladie d'Armstrong[1]SpecialtyInfectious disease Lymphocytic choriomeningitis (LCM) is a rodent-borne viral infectious disease that presents as aseptic meningitis, encephalitis or meningoencephalitis. Its causative agent is lymphocytic choriomeningitis mammarenavirus (LCMV), a member of the fami...

 

State in southeast Europe from 1910 to 1918 This article is about the early 20th-century Montenegrin state. For the WWII state sometimes called the Kingdom of Montenegro, see Italian governorate of Montenegro. Kingdom of Montenegro[1]Краљевина Црна ГорaKraljevina Crna Gora1910–1918 Flag Coat of arms Anthem: Убавој нам Црној ГориUbavoj nam Crnoj Gori(To Our Beautiful Montenegro)The Kingdom of Montenegro in 1914Kingdom of Montenegro in 1914 zoome...

 

For other places with the same name, see Steinach (disambiguation). Municipality in St. Gallen, SwitzerlandSteinachMunicipality Coat of armsLocation of Steinach SteinachShow map of SwitzerlandSteinachShow map of Canton of St. GallenCoordinates: 47°30′N 9°26′E / 47.500°N 9.433°E / 47.500; 9.433CountrySwitzerlandCantonSt. GallenDistrictRorschachGovernment • MayorMichael AebiseggerArea[1] • Total4.52 km2 (1.75 sq mi)E...

Citrus fruit and plant Citrus × jambhiri Flower of Citrus × jambhiri Scientific classification Kingdom: Plantae Clade: Tracheophytes Clade: Angiosperms Clade: Eudicots Clade: Rosids Order: Sapindales Family: Rutaceae Genus: Citrus Species: C. × jambhiri Binomial name Citrus × jambhiriLush. Rough lemon Rough lemon (Citrus × jambhiri Lush.) is the fruit and the tree of a citrus hybrid. Like the rangpur, it is a cross between mandarin orange and citron. Rough lemon is a cold-ha...

 

American college basketball season 2011–12 Longwood Lancers men's basketballConferenceIndependentRecord10–21Head coachMike Gillian (9th season)Assistant coaches Doug Thibault (9th season) Tim Fudd (5th season) Ricky Yahn (1st season) Home arenaWillett HallSeasons← 2010–112012–13 → 2011–12 NCAA Division I men's basketball independents standings vte Conf Overall Team W   L   PCT W   L   PCT Cal State Bakersfield 0 – 0   �...