ხალხის ძალა — პოლიტიკური პარტია საქართველოში. თავდაპირველად მოძრაობის სახით დააფუძნეს „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა. 2024 წლის 18 მარტს დაფუძნდა როგორც პარტია, რომლის თავმჯდომარედაც სოზარ სუბარი იქნა არჩეული.[1]
ისტორია
2022 წლის 28 ივნისს მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს, რაც პარტიის ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის საკითხზე უთანხმოებამ გამოიწვია.[2] 2022 წლის 2 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ გამოყოფილმა დეპუტატებმა (მათ შეუერთდა გურამ მაჭარაშვილიც) მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.[3]
2022 წლის 2 აგვისტოს ღია წერილი გაავრცელეს „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა, სადაც მათ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დაფუძნების შესახებ განაცხადეს, რომლის უმთავრეს მიზნადაც „საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლის აღჭურვა“ დაასახელეს.[4]
2022 წლის 4 ოქტომბერს ცნობილი გახდა რომ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის წილების 52% შეიძინა.[5]
2022 წლის 4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ რიგებიდან „ხალხის ძალას“ კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა (ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე),[6] რის შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა.[7] სოზარ სუბარის თქმით „ხალხის ძალის“ გარეშე, ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 75 დეპუტატი დარჩა და დამოუკიდებლად უმრავლესობა აღარ აქვს, თუმცა ისინი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში რჩებიან.
2022 წლის 29 დეკემბერს „ხალხის ძალის“ წევრებმა განაცხადეს რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ შესახებ კანონპროექტებს დაარეგისტრირებენ, რომლებიც „საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას“ ეფუძნება.[8]
2023 წლის 15 თებერვალს ცნობილი გახდა რომ „ხალხის ძალამ“ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტი შეიმუშავა რომელსაც უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებდა. შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, გამოცხადდებიან უცხოური გავლენის აგენტებად.[9]
2024 წლის 17 იანვარს მოძრაობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა რომ მოძრაობა განიხილავდა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას.[10]
2024 წლის 18 მარტს დაფუძნდა პარტია „ხალხის ძალა“.[11] 2024 წლის 20 მარტს პარტიის მთავარმა კომიტეტმა მმართველი რგოლი დაამტკიცა.[12]
2024 წელს პარტიის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[13]
შედეგები არჩევნებში
საპარლამენტო
არჩევნები
|
ხმები
|
%
|
მანდატები
|
+/–
|
სტატუსი
|
კოალიცია
|
2024
|
1 120 053
|
53,93
|
|
ახალი
|
მთავრობა
|
ქართული ოცნება
|
სქოლიო
|
---|
| საპარლამენტო | |
---|
| პარტიები საკრებულოებში | |
---|
| სხვა | |
---|
| გაუქმებული | |
---|
|