ქვემო ონჭიქეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერკეთის თემში (სოფლები: ზემო ერკეთი, ქვემო ერკეთი, ზემო ონჭიქეთი, ქვემო ონჭიქეთი, შუბანი). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 480 მ., ჩოხატაურიდან 8 კმ, საჯავახოდან 26 კმ., ზემო ერკეთიდან 2 კმ. სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს ოჭიკეთიდან ანუ: „საჭინკეთიდან”, ჭინკებით დასახლებული ადგილიდან. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 61 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
77 |
33 |
44
|
2014[1] |
61 |
29 |
32
|
ლიტერატურა
სქოლიო