ქვენობანი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ქვენობანი, ბასილეთი, ბუკნარი). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარცხნივ, ზღვის დონიდან 120 მ., ჩოხატაურიდან 10 კმ., ოზურგეთიდან 25 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] და საბავშვო ბაღი. საბჭოთა პერიოდში გავრცელებული იყო მეჩაიეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 669 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[3] |
755 |
|
|
1911[4] |
1127 |
|
|
2002[5] |
747 |
338 |
409
|
2014[1] |
669 |
320 |
349
|
ცნობილი ადამიანები
სოფელში დაიბადა ენათმეცნიერი სერგი ჟღენტი, ასევე ფილოსოფოსი მოსე გოგიბერიძე. ქვენობანშივე არის მისი სახლ-მუზეუმი.
ლიტერატურა
სქოლიო