ბურნათი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კოხნარის თემში (სოფლები: ბურნათი, კოხნარი, ნაკადული, წიფნარი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე ხევისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 280 მ., ჩოხატაურიდან 8 კმ., საჯავახოდან 10 კმ., კოხნარიდან 3 კმ. სოფელში გადის საავტომობილო გზა საჯავახო-ჩოხატაური.
ისტორია
სოფელი შედიოდა ნონეიშვილების სასოფლო საზოგადოებაში. 1870-იან წლებში მისი მოსახლეობა იყო 58 კომლი.[2] სოფელში იდგა პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია. 1809 წელს სოფელში გაიხსნა ბერძნისწყარო.[3] 1958 წელს სოფელში გაიხსნა ბორის ძნელაძის სახლ-მუზეუმი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 271 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[4] |
676
|
1911[5] |
793
|
2002[6] |
418 |
199 |
219
|
2014[1] |
271 |
139 |
132
|
ცნობილი ადამიანები
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ბაქრაძე დ ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878]. — გვ. 193.
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20767
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 209.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 136.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II