ფილიპოვკა (ყოფ. პატარა კარწახი) — სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარწახის თემში.[1] მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, ზღვის დონიდან 1880 მ სიმაღლეზე. ქალაქ ახალქალაქიდან დაშორებულია 29 კილომეტრით. სოფელში არის ფილიპოვკის საბაზო სკოლა.[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 52 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
101 |
51 |
50
|
2014[1] |
52 |
25 |
27
|
ისტორია
1922 წელს არტაანში მცხოვრები გლეხების 60 კომლმა თხოვნით მიმართა საქართველოს სსრ ცაკ-ის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძეს, რათა ამ უკანასკნელს მათთვის გამოეყო საცხოვრებელი ადგილი. იმავე წლის 12 აგვისტოს მახარაძემ მათ ახალქალაქის მაზრაში გამოუყო ადგილი სოფელ პატარა კარწახში, რომელსაც მახარაძის პატივსაცემად ფილიპოვკა დაარქვეს.[4]
ლიტერატურა
სქოლიო