ბუზავეთი — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტიკამის თემში. მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, დიდი აბულის მთის დასავლეთ კალთის ძირში. ზღვის დონიდან 1950 მ, ახალქალაქიდან დაშორებულია 11 კმ-ით.
სოფელში დგას ადრინდელი შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია.[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 190 ადამიანი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1911[3] |
723 |
|
|
2002 |
252[4] |
|
|
2014 |
190 |
92 |
98
|
ლიტერატურა
სქოლიო