ბარალეთი — სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბარალეთი, იხტილა). მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, მდინარე ბარალეთისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1680 მ, ახალქალაქიდან დაშორებულია 16 კმ-ით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 770 კაცი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002 |
969[2] |
|
|
2014 |
770 |
371 |
399
|
ღირსშესანიშნაობები
სოფლის ცენტრში დგას XI საუკუნის ქართული ეკლესია — სამნავიანი ბაზილიკა, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა:
|
„[აღე]შენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა.“
|
|
|
„ჯავახთუფლის“ მეფედ დაჯდომა განსაკუთრებით აღუნიშნავთ ბარალეთში. რადგანაც იმ დროისთვის (1213) საქართველოში ბაზილიკები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდელი ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობდეს. სოფლის აღმოსავლეთით, ნასოფლარ სირგვთან ახლოს, აღმართულია კარგად შენახული 6 მეტრის სიმაღლის სტელა.
სოფლის ღირშესანიშნაობებიდან აგრეთვე აღსანიშნავია ჯავახური დარბაზი: გოგოლაძეებისა და ბერძენიძეების დარბაზი, რომლის გვირგვინიც პირდაპირ კედლიდან იწყება.
ცნობილი ადამიანები
1900-1902 წლებში სოფლის ექიმად მუშაობდა საზოგადო მოღვაწე ივანე გომართელი.
გალერეა
-
ბარალეთის ბაზილიკა. საერთო ხედი
-
ბარალეთის ბაზილიკა
-
ბარალეთის ბაზილიკა
-
ბარალეთის ბაზილიკა. სამრეკლო
-
ბარალეთის ბაზილიკა. XI ს.
ლიტერატურა
- დ. უკლება, ნ. ჩუბინაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, , 1977. — გვ. 201.
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 36, ISBN 978-99940-27-10-1.
- მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში (1979 წ.), ჯავახეთი, ისტორია და თანამედროვეობა, გვ. 335-404, ახალციხე 2002
- ვ. სილოგავა, ჯავახეთის ეპიგრაფიკა, ახალციხე, 2001
სქოლიო