დადეშის ახლანდელი მოსახლეობა სომხურია. მათი წინაპრები აქ XIX საუკუნის 30-იან წლებში დასახლდნენ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 760 კაცი.[1]
დადეში წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფლის ტერიტორია წინა ფეოდალური ხანიდანაა დასახლებული (აღმოჩენილია სამარხები, კერამიკული ნაწარმი). შემორჩენილია ადრინდელი და შუა ფეოდალური ხანის საყდრები, რომლებიც შემდეგში გადაუკეთებიათ. სოფლის სამხრეთით მდებარე გალავანს წინა და ადრინდელი ფეოდალური ხანის მშენებლობის კვალი ეტყობა. შემორჩენილია ადრე და შუაფეოდალური ხანის ეკლესიები.
მეფის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე მოხსენიებულია, როგორც „Куридадешъ“, ხოლო საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებზე — „Дадеши“.