დადეშის ხევი, დადეშისწყლისხევი — მდინარე საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მურჯახეთისწყლის მარცხენა შენაკადი ისტორიულ ქვემო ჯავახეთში. სახელწოდება მოდის სოფელ დადეშიდან, იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერაში“.