ტომას ჰობზი

ტომას ჰობზი
ლევიათანის ფრონტისპირი

თომას ჰობზი (ინგლ. Thomas Hobbes; დ. 5 აპრილი, 1588 — გ. 4 დეკემბერი, 1679) — ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელიც ფართოდაა ცნობილი მისი ღვაწლისთვის პოლიტიკურ ფილოსოფიაში. ჰობზის მიერ 1651 წელს გამოცემული წიგნი ლევიათანი წარმოადგენს თანამედროვე დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს. წიგნში იგი მსჯელობს საზოგადოებისა და ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესსა და მის მიზეზებზე. ლევიათანი სოციალური კონტრაქტის თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებელ ნაშრომად ითვლება.

ფილოსოფიის გარდა ჰობზი აგრეთვე მოღვაწეობდა ისტორიის, ფიზიკის, თეოლოგიის, ეთიკისა და პოლიტიკური თეორიის სფეროებში. მისი იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანთა ბუნება ხელს უწყობს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების სხვა წევრებთან თანამშრომლობას, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განმსაზღვრელ თეორიად იქცა. ჰობზი მატერიალიზმის დამაარსებელ ფილოსოფოსთაგან ერთ-ერთია. თომას ჰობზის შეხედულებები ითვლება რეალიზმის ფუნდამენტად. თავის „ლევიათანში“, ფილოსოფიური დედუქციის საშუალებით ჰობზი ცდილობს ახსნას პოლიტიკური სინამდვილის ბუნება. შესავალშივე ჰობზი ამბობს, რომ სახელმწიფო არის ხელოვნური ადამიანი, მხოლოდ უფრო დიდი და უფრო ძლიერი, ვიდრე ბუნებრივი ადამიანი, რომლის უსაფრთხოებისა და დაცვისათვისაც არის იგი შექმნილი. ამ დიდ მანქანას ჰობზი უწოდებს ლევიათანს, რომელიც მისი თქმით, არის იგივე თანამეგობრობა, იგივე სახელმწიფო. მისი ნაშრომის მიზანია ახსნას ამ ხელოვნური ადამიანის, სახელმწიფოს, ბუნება. რისგან შედგება და რას წარმოადგენს იგი. როგორია სუვერენის უფლებები, სამართალი და ხელისუფლება. რა შლის და რა ასაზრდოებს სუვერენიტეტს. იმისათვის, რომ გაიგოს პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტური არსი ჰობზი წარმოიდგენს ადამიანებს, ქალებსა და კაცებს, საწყის მდგომარეობაში, გარემოში, სადაც ჯერ არ არის გამოგონებული სუვერენული სახელმწიფო. იგი ამ მდგომარეობას უწოდებს „ბუნებრივ მდგომარეობას“ (state of nature). მისი აღწერილობით, ბუნებრივ პირობებში ყოველი მამაკაცი, ქალი და ბავშვი საფრთხეშია ყველა სხვა დანარჩენის მხრიდან. ადამიანებს აქვთ ერთმანეთისადმი მუდმივი შიში, რადგან მათი სიცოცხლე მუდვივად საფრთხის ქვეშაა და არავის აქვს უსაფრთხოების გარანტია. ასეთ სიტუაციაში, რომელსაც ჰობზი აღწერს როგორც „ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე“, ბუნებრივი მდგომარეობაა „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ.“ ამ „ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე“, სიტუაციიდან ჰობზი ხედავს ერთადერთ გამოსავალს, რაც არის სუვერენული სახელმწიფოს შექმნა და ამოქმედება. ჰობზი ამბობს, რომ ადამიანები ინსტინქტურად უერთებიან ერთმანეთს და აყალიბებენ უსაფრთხოების პაქტებს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულის უსაფრთხოებას. ეს საყოველთაო შიში და უსაფრთხოების შეგრძნება აიძულებთ მათ გამოვიდნენ ბუნებრივი მდგომარეობიდან სადაც სუფევს ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. სხვანაირად რომ ითქვას ჰობზი ამბობს, რომ ადამიანები ქმნიან სუვერენულ სახელმწიფოებს არა გონიერებაზე, არამედ ინსტინქტზე დაყრდნობით. ისინი ნებით დებენ სოციალურ კონტრაქტს ერთმანეთთან და ქმნიან სუვერენულ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საჭირო ძლიერება, რათა დაიცვას ისინი საგარეო თუ საშინაო მტრებისა და ხელისშემშლელი ფაქტორებისგან. ასეთ ცივილურ პირობებში რომელსაც ჰობზი „მშვიდობასა და წესრიგს“ უწოდებს ადამიანები თავისუფლდებიან შიშისგან და აქვთ საშუალება იღვაწონ ბედნიერებისათვის. სახელმწიფოს შექმნა მართალია ადამიანებს აძლევს გამოსავალს ბუნებრივი მდგომარეობიდან, მაგრამ წარმოშობს ახალ პოლიტიკურ პრობლემას სახელმწიფოთა დონეზე. ერთი სიტყვით, ბუნებრივი მდგომარეობა პიროვნული დონიდან გადადის სახელმწიფოთა დონეზე და წარმოიქნება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემა რაც გამოწვეულია საერთაშორისო სისტემის ანარქიულობით. ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს ფენომენი, რომელიც პოლიტიკაში ცნობილია როგორც „უსაფრთხოების დილემა.“ ჰობზი ამბობს, რომ ერთი უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრით ადამიანები ძალაუნებურად იწვევენ მეორეს ამ უსაფრთხოების დილემიდან გამოსავალი აღარ არსებობს, რადგან არ არის საშუალება იმისა, რომ შეიქმნას მსოფლიო მთავრობა. სუვერენულ სახელმწიფოებს არანაირი სურვილი არ გააჩნიათ რომ თავიანთი დამოუკიდებლობა დათმონ სხვა, გლობალური მთავრობის სასარგებლოდ. ამ სიტუაციას ჰობზი იმით ხსნის, რომ ბუნებრივი მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე არ არის ისეთი საშიში და მუქარის მომგვრელი, როგორიც პიროვნულ დონეზე. სახელმწიფოებს უფრო ადვილად შეუძლიათ ერთმანეთი დაიცვან გარეშე საფრთხისგან, ვიდრე ეს ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ. ბოლო სურათი, რასაც ჰობზი აღწერს არის საერთაშორისო ანარქია, რომელიც დაფუძნებულია სუვერენულ სახელმწიფოებზე. რადგანაც სუვერენიტეტს დაცვა სჭირდება, ავტომატურად ანარქიული სისტემა გულისხმობს ფაქტობრივ, ან პოტენციური ომის მდგომარეობას. ჰობზი ამბობს, რომ ომი არის უკანასკნელი საშუალება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა შეაჯერონ შეუთანხმებელი პრობლემები.

ლიტერატურა

  • Macpherson, C. B. (1962). The Political Theory of Possessive Individualism: Hobbes to Locke. Oxford: Oxford University Press.
  • Malcolm, Noel. (2002). Aspects of Hobbes. New York: Oxford University Press.
  • Malcolm, Noel. (2007). Reason of State, Propaganda, and the Thirty Years' War: An Unknown Translation by Thomas Hobbes. Oxford University Press.
  • Manent, Pierre. (1994) An Intellectual History of Liberalism
  • Martinich, A. P. (2003) "Thomas Hobbes," The Dictionary of Literary Biography, Volume 281: British Rhetoricians and Logicians, 1500–1660, Second Series, Detroit: Gale, pp. 130–144.
    
განმანათლებლობა
განმანათლებლები ქვეყნების მიხედვით
ავსტრია: იოზეფ II | ლეოპოლდ II | მარია ტერეზია
დანია-ნორვეგია: ლუდვიგ ჰოლბერგი | იენს შილდერუპ სნეედორფი | იოჰან ფრიდრიხ შტრუენზეე | ეგერტ ოლაფსონი
საფრანგეთი: პიერ ბეილი | ფონტენელი | მონტესკიე | ფრანსუა კენი | ვოლტერი | ბიუფონი | ჟან-ჟაკ რუსო | დენი დიდრო | ჰელვეციუსი | ჟან დ'ალამბერი | ბარონ დ'ოლბახი | მარკიზ დე სადი | კონდორსე | ანტუან ლავუაზიე | ოლიმპია დე გუგესი | იხ. აგრეთვე: ფრანგი ენციკლოპედისტები
გერმანია: ერჰარდ ვაიგელი | გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი | ფრიდრიხ II | იმანუელ კანტი | გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი | თომას აბტი | იოჰან გოტფრიდ ჰერდერი | ადამ ვაისჰაუპტი | იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე | ფრიდრიხ შილერი | კარლ ფრიდრიხ გაუსი | იხ. აგრეთვე: გერმანული კლასიციზმი
დიდი ბრიტანეთი: ტომას ჰობზი | ჯონ ლოკი | ისააკ ნიუტონი | სემუელ ჯონსონი | დევიდ ჰიუმი | ლორდი მონბოდო | ადამ სმითი | თომას პეინი | ჯონ უილქსი | ედმუნდ ბურკე | ედუარდ გიბონი | ჯეიმზ ბოსუელი | ჯერემი ბენტჰემი | მერი უოლსტოუნკრაფტი | იხ. ასევე: შოტლანდიური განმანათლებლობა
იტალია: ჯანბატისტა ვიკო | ჩეზარე ბეკარია
ნიდერლანდები: ჰუგო გროტიუსი | ბარუხ სპინოზა
პოლონეთი: სტანისლავ ლეშჩინსკი | სტანისლავ კონარსკი | სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკი | იგნაცი კრასიცკი | ჰუგო კოლოტაი | იგნაცი პოტოცკი | სტანისლავ სტასიცკი | იან სნიადეცკი | იეჯეი სნიადეცკი | ვოიცეხ ბოგუსლავკი | ფრანციშეკ ბოჰომოლეცი | ფრანციშეკ სალეზი იჟიერსკი | ფრანციშეკ კარპინსკი | ფრანციშეკ დიონიზი კნიაჟნინი | ჰუგო კოლატაი | ადამ ნარუშევიჩი | იულიან ურსინ ნიემცევიჩი | სტანისლავ სტაშიჩი | სტანისლავ ტრემბეცკი | ფრანციშეკ ზაბლოცკი
რუსეთი: ეკატერინე დიდი | პეტრე დიდი | ეკატერინა დაშკოვა | მიხეილ ლომონოსოვი | ივან შუვალოვი | ნიკოლაი ნოვიკოვი | ალექსანდრ რადიშჩევი | მიხაილ შჩერბატოვი
ესპანეთი: გასპარ მელქიორ დე ხოველანოსი | ლეანდრო ფერნანდეს დე მორატინი
აშშ: ბენჯამენ ფრანკლინი | დევიდ რიტენჰაუზი | ჯონ ადამსი | ტომას ჯეფერსონი
განმანათლებლობასთან დაკავშირებული კონცეფციები
კაპიტალიზმი | სამოქალაქო თავისუფლებები | კრიტიკული აზროვნება | დეიზმი | დემოკრატია | ემპირიზმი | განათლებული აბსოლუტიზმი | თავისუფალი ბაზრები | ჰასკალა | ჰუმანიზმი | ლიბერალიზმი | ნატურფილოსოფია | რაციონალიზმი | გონი | Sapere aude | მეცნიერება | სეკულარიზმი

Read other articles:

Northrop JB-1 Bat adalah rudal Amerika Serikat permukaan-ke-permukaan dan itu adalah prototipe bertenaga jet sayap terbang. Program Army Air Forces Amerika Serikat MX-543 dimulai pada September 1942 untuk menggunakan versi mesin jet AS Frank Whittle[1] (AS bernama General Electric J31). Northrop Corporation dikontrak pada akhir 1943, dan hanya 10 airframes JB-1 dibangun.[2] Sebuah versi berawak ditarik untuk penerbangan 1 pada 27 Agustus 1943,[3] dari Rogers Dry Lake,&...

 

ФК «Динамо» Москва Общая информация Сезон 1930 Тренер - Капитан Фёдор Ильич Селин Стадион «Динамо» Соревнования Чемпионат Москвы (весна) без классификации Чемпионат Москвы (осень) 1 Победитель Лучший бомбардир Василий Павлов 14 голов Домашняя посещаемость Наибольшая 15 000 9 �...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Februari 2024. Tunggang tangkas di Kentucky Horse Park Tunggang tangkas, [1] paling sering digambarkan sebagai senam dan menari di atas kuda, yang dapat dilakukan baik secara kompetitif maupun non-kompetitif. Tunggang tangkas memiliki sejarah sebagai aksi be...

Book by Nintendo The Legend of Zelda: Breath of the Wild – Creating a Champion Front cover of the standard English editionEditorPatrick ThorpeAuthorNintendoOriginal titleゼルダの伝説 ブレス オブ ザ ワイルド:マスターワークスCover artistTakumi WadaCary GrazziniCountryUnited StatesLanguageJapaneseEnglishSeriesThe Legend of ZeldaGenreVideo game artPublished December 2017 (Japanese) November 2018 (Dark Horse Comics) PublisherDark Horse ComicsPublished in En...

 

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

 

Mohon bantuanya pak Ivan mohon bantuanya untuk segera memvalidasi halaman Tarekat Naqsyabandiyah versi pending terlalu banyak, dn tampilan halaman yg divlasidasi masih membutuuhkan edit, versi pending setidaknya mendekati artikel yg benar sesuai EYD.. meskipun masih membutuhkan revisi lagi... terima kasih sekiranya bapak berkenan masukan saya. pengguna: Riznaldo Mohon bantuannya Pak Ivan mohon bantuannya untuk validasi suntingan pada artikel yang saya buat Anak Agung Gde Agung kenapa selalu ...

State of the Holy Roman Empire (980–1795) Prince-Bishopric of Liège Fürstbistum Lüttich (German) Principatus episcopalis Leodiensis (Latin) Principauté de Liège (French) Prinsbisdom Luik (Dutch) Principåté d' Lidje (Walloon) Prinsbisdom Luuk (Limburgish)980–17891791–17921793–1795 Flag Coat of arms The Prince-Bishopric of Liège around 1350.StatusEcclesiastic state of the Holy Roman EmpireCapitalLiègeCommon languagesLatin and Old French, becom...

 

Aldous Huxley (1954).Aldous HuxleyLahirAldous Leonard Huxley(1894-07-26)26 Juli 1894Godalming, Surrey, InggrisMeninggal22 November 1963(1963-11-22) (umur 69)Los Angeles, California, Amerika SerikatMakamCompton, Surrey, InggrisPekerjaanPenulisAlmamaterEton CollegeBalliol College, OxfordGenreFiksiNon-fiksiKarya terkenalBrave New WorldIslandPoint Counter PointThe Doors of PerceptionThe Perennial PhilosophyPasanganMaria Nys ​(m. 1919⁠–⁠1955)...

 

Collection of music publishers and songwriters in New York City For the film, see Tin Pan Alley (film). For the band, see Tin Pan Alley (band). For the play, see The Tin Pan Alley Rag. Buildings of Tin Pan Alley, 1910[1]The same buildings, 2011 Tin Pan Alley was a collection of music publishers and songwriters in New York City that dominated the popular music of the United States in the late 19th and early 20th centuries. Originally, it referred to a specific location on West 28th Str...

2007 compilation album by various artistsMy Own Wolf: A New Approach to UlverCompilation album by various artistsReleasedDecember 25, 2007 (2007-12-25)[1]GenreBlack metal, dark ambient, electronica, avant-garde, noise, folk, breakbeat, darkwaveLength155:34LabelAspherical Asphyxia My Own Wolf: A New Approach to Ulver is a tribute album to the Norwegian band Ulver. It features twenty-six different artists from around the world covering material from almost every U...

 

UFC mixed martial arts event in 2014 UFC Fight Night: Muñoz vs. MousasiThe poster for UFC Fight Night: Muñoz vs. MousasiInformationPromotionUltimate Fighting ChampionshipDateMay 31, 2014 (2014-05-31)VenueO2 WorldCityBerlin, GermanyAttendance8,000[1]Event chronology UFC 173: Barão vs. Dillashaw UFC Fight Night: Muñoz vs. Mousasi The Ultimate Fighter Brazil 3 Finale: Miocic vs. Maldonado UFC Fight Night: Muñoz vs. Mousasi (also known as UFC Fight Night 41) was a mixe...

 

Location at which two or more bones make contact For other uses, see Joint (disambiguation). JointDiagram of a typical synovial jointDepiction of an intervertebral disc, a cartilaginous jointDetailsSystemMusculoskeletal systemArticular systemIdentifiersLatinarticulus,junctura,articulatioMeSHD007596TA98A03.0.00.000TA21515FMA73023Anatomical terminology[edit on Wikidata] A joint or articulation (or articular surface) is the connection made between bones, ossicles, or other hard structures in...

Artikel ini bukan mengenai Jujitsu. Yuyutsuयुयुत्सुLukisan Yuyutsu di situs Wikimedia Commons.Tokoh MahabharataNamaYuyutsuEjaan Dewanagariयुयुत्सुEjaan IASTYuyutsuNama lainDartarastra, Kaurawya, WaisyaputraKitab referensiMahabharataAsalKerajaan KuruKediamanHastinapuraKastakesatriaAyahDretarastraIbuSugada Yuyutsu (Dewanagari: युयुत्सु; ,IAST: Yuyutsu, युयुत्सु) adalah seorang tokoh protagonis dari wiracarita Mahabharata....

 

Serie C2 2004-2005 Competizione Serie C2 Sport Calcio Edizione 27ª Organizzatore Lega Professionisti Serie C Date dal 12 settembre 2004al 19 giugno 2005 Luogo Italia San Marino Partecipanti 56 Formula 3 gironi all'italiana A/R, play-off, play-out Risultati Vincitore Pro Sesto (1º titolo)Massese (1º titolo)Manfredonia (1º titolo) Promozioni Pro SestoPizzighettoneMonzaMasseseRavennaSan MarinoManfredoniaJuve StabiaGela J.T. Retrocessioni (le squadre scritte in corsivo sono poi state...

 

Sunaryo Informasi pribadiLahir14 Juli 1956 (umur 67)Bojonegoro, Jawa TimurKebangsaanIndonesiaAlma materAkademi Angkatan Udara (1982)PekerjaanTNIPenghargaan sipilAdhi Makayasa (1982)Karier militerPihak IndonesiaDinas/cabang TNI Angkatan UdaraMasa dinas1982—2014Pangkat Marsekal Madya TNISatuanKorps Penerbang (Helikopter)Pertempuran/perangOperasi SerojaKonflik PapuaSunting kotak info • L • B Marsekal Madya TNI (Purn.) Sunaryo (lahir 14 Juli 1956) adalah seorang pur...

Route du RhumDestination Guadeloupe Logo depuis 2014 Données clés Type En solitaire et sans escale (avec assistance) Lieu Entre Saint-Malo (Ille-et-Vilaine)et Pointe-à-Pitre (Guadeloupe) Parcours Transatlantique Bateaux Classe Ultime, Ocean Fifty, Imoca, Class40, Rhum Mono/Multi Création 1978 Organisateur OC Sport Pen Duick Proch. édition 13e édition en novembre 2026 Record 6 j 19 h 47 min 25 spar Charles Caudrelier (2022) modifier La Route du Rhum est une course à la voile transatlan...

 

Chief prosecutor representing the United States federal government This article is about the federal government position. For the position in state and local government, see District attorney. United States AttorneyOccupationOccupation typeProfessionActivity sectorsLaw practice, law enforcement, politicsDescriptionCompetenciesAdvocacy skills, analytical mind, sense of justice, political fitEducation requiredLaw degree, bar examFields ofemploymentGovernment legal serviceRelated jobsProsecutor,...

 

Частина серії проФілософіяLeft to right: Plato, Kant, Nietzsche, Buddha, Confucius, AverroesПлатонКантНіцшеБуддаКонфуційАверроес Філософи Епістемологи Естетики Етики Логіки Метафізики Соціально-політичні філософи Традиції Аналітична Арістотелівська Африканська Близькосхідна іранська Буддій�...

Star in the constellation Pavo HD 186302 Location of HD 186302 (circled) Observation dataEpoch J2000      Equinox J2000 Constellation Pavo Right ascension 19h 49m 06.43036s[1] Declination −70° 11′ 16.7033″[1] Apparent magnitude (V) 8.76±0.01[2] Characteristics Spectral type G3/5 V[3] B−V color index 0.67[4] AstrometryRadial velocity (Rv)−1.3±0.3[5] km/sProper mo...

 

Не слід плутати з Антоціанідинами. Хімічна структура одного з антоціанів Екстракти капусти червоноголової за різних значень pH: від низького до високого Антоціа́ни (грец. ανθος — квітка, колір і κυανεος — синій) — барвні речовини (пігменти) синього, червоного і фіолетово�...