ტერიტორია (ლათ.territorium) — ერთი სახელმწიფოსიურისდიქციის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციული ერთეული. ქვეყნების უმრავლესობაში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია წარმოადგენს ორგანიზებულ ნაწილს, რომელიც იმყოფება ქვეყნის კონტროლ ქვეშ, მაგრამ არ გადაიზარდა, ან შესულია ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, რომელსაც აქვს თანაბარი სტატუსი სხვა პოლიტიკურ ერთეულებთან, რომლებსაც ხშირად ეწოდებათ ისეთი ადმინისტრაციული ტერმინები, როგორებიცაა „პროვინცია“ ან „შტატი“. საერთაშორისო პოლიტიკაში, არასუვერენულიგეოგრაფიული ზონის ტერიტორიულ დანაყოფებს, რომლებიც იმყოფებიან სხვა სახელმწიფოების კონტროლ ქვეშ და არ აქვთ მინიჭებული თვითმმართველობის უფლებამოსილება, როგორც წესი, წარმოადგენენ მეორე დონის ადმინისტრაციულ ერთეულებს; ან ორივეს.
ეტიმოლოგია
სიტყვა ტერიტორია წარმოდგება პროტო-ინდო-ევროპული ფუძეters-დან (სიმშრალე).[1] აქედან წარმოიშვა ლათინური სიტყვა terra (დედამიწა, მიწა) და გვიანდელი ლათინური ტერმინი territorium (ქალაქის ირგვლივ მყოფი მიწა).[2][3]
არაორგანიზებული ტერიტორია — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არმქონე ტერიტორიები, რომლებიც იმართებიან ზემდგომი ხელისუფლების ორგანოების მიერ. პრაქტიკაში ასეთი ტერიტორიები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ყოველთვის მცირერიცხოვანია.
სადავო ტერიტორია — გეოგრაფიული რაიონი, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ორი ან რამდენიმე სახელმწიფო. მაგალითად ქაშმირის ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებენ ინდოეთის და პაკისტანის ხელისუფლებები; დღეისათვის დავაში მონაწილე თითოეული სახელმწიფო ქაშმირის მთელ ტერიტორიას განიხილავს საკუთარი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად. მეორე მაგალითია — ტაივანი, რომლის სუვერენიტეტის სტატუსი დავის საგანს წარმოადგენს და ამ ტერიტორიაზე პრეტენზიას ჩინეთი აცხადებს.
დედაქალაქის ტერიტორია ან დედაქალაქის ფედერალური ტერიტორია — სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორია, სადაც მდებარეობენ ქვეყნების სამთავრობო რეზიდენციები. სახელმწიფო წყობის ფედერაციული მოდელის დროს არც ერთ შტატს ან ტერიტორიულ ერთეულს არ უკავია უპირატესი ადგილი, რადგანაც დედაქალაქი მდებარეობს მის საზღვრებში. დედაქალაქის ტერიტორია შეიძლება წარმოადგენდეს ფედერალური ოლქის ერთ-ერთ კონკრეტულ ფორმას.
ფედერალური ტერიტორია — ადმინისტრაციული ტერიტორია, რომელიც არ შედის ფედერაციული სახელმწიფოს არც ერთ შემადგენელ სუბიექტში და პირდაპირ ექვემდებარება ფედერაციის ცენტრალურ ხელისუფლებას.
ზღვისიქითა ტერიტორია — მეტროპოლიიდან შორს მყოფი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ფართე გაგებით, რომელიც მის მიერ იმართება ოკეანის გაღმიდან. ზღვისიქითა ტერიტორია შეიძლება იყოს ქვეყნის შემადგენელი ნაწილი ან დამოკიდებული ტერიტორია.