|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტბეთი.
|
ტბეთი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ღადიშის თემი), მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ამბროლაურიდან 28 კილომეტრი.
სოფელში შემონახულია X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია. ეკლესიაზე ლაპიდარული წარწერაა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 37 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
50 |
23 |
27
|
2014[1] |
37 |
16 |
21
|
ლიტერატურა
სქოლიო